აუტსაიდერები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და ყაზანელებს რამდენიმე სწრაფი შეტევა განუხორციელეს.
მე-19 წუთზე აგალაროვმა მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ "რუბინის" კარში შესაძლო პენალტი VAR-მა მანამდეც გადაამოწმა, მაგრამ არ დაუნიშნავს. "უფას" გატანა 23-ე წუთზეც შეეძლო, თუმცა ყაზანელთა მეკარემ ივარგა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგძლივი კომბინაციის შემდეგ, 34-ე წუთზე გაიტანა. საქმეში ისევ VAR-ი ჩაერთო, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობა საეჭვო ვითარებაში დააფიქსირა. ქართველი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში ბევრს ცდილობდა - თავდაპირველად, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, შემდეგ კი შეტევაშიც გააქტიურდა.
"რუბინმა" კვარაცხელიას ძალისხმევით გაათანაბრა - ხვიჩამ მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფი პლიევი ჩამოიცილა და ჟურავლიოვს ავტოგოლი გაატანინა.
შეხევდრაში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, რომელიც ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, ისევ "უფას" სასარგებლოდ გადაწყდა და მათ კარში პენალტი არ დაინიშნა.
"რუბინი", რომელიც პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.
კვარაცხელია სასტარტოშია - ხვიჩა მშრალი სერიის დასასრულებლად!