რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში „რუბინი“გასვლაზე „უფას“ დაუზავდა (1:1), სტუმართა გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კარგად გაისარჯა, პირველ ტიმში საეჭვო თამაშგარეს გამო გოლი არ ჩაუთვლეს, მეორე ტაიმში კი მისი ჩაწოდებული ბურთი მასპინძელთა მცველმა ჟურავლიოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. საერთოდაც, უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელია თანდათან ფორმაში დგება და მალე ძველებურად ითამაშებს.
ნამატჩევს კომენტარი „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:
"პირველ ტაიმში ვერ ვივარგეთ და შეიძლება ღრმა პასივში ჩაგვეწეროს. ჩასათვლელი იყო თუ არა ხვიჩას გოლი? განმეორება ჯერ არ მინახავს, ამიტომ VAR-ის მსაჯებს ვენდობი, რომლებმაც ოფსაიდი დაადგინეს.