აბურჯანია "ბრაგას" წინააღმდეგ და ქეცბაია მდგომარეობის გამოსასწორებლად - ქართველების ორშაბათი

AutoSharing Option
ორშაბათს, 25 ოქტომბერს, ქართველი ლეგიონერების გუნდების 2 საინტერესო შეხვედრა გაიმართება.

balla:


"ანორთოსისი" "ანტონის პაპადოპულოსზე" "აეკთან" გასამართი დიდი დერბისთვის მზადაა, სადაც მას მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს.

ჩვენი დაკვირვებით, თემურ ქეცბაია 3 მცველითა და 2 ფორვარდით თამაშის ტაქტიკას ამუშავებს."

კვიპროსული გამოცემის მიხედვით, ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ლორია იქნება, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა (რომელმაც კონფერენს ლიგაზე საგოლე პასი გააკეთა) კი სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან.

ქეცბაიას გუნდს 5 შეხვედრიდან მხოლოდ 6 ქულა აქვს. მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტე"
"ბრაგას" უმასპინძლებს, რომლის წევრიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩხეტიანია.

აბურჯანიამ გუნდის უკანასკნელ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, "ჟილ ვისენტემ" კი "კონდეიქსა" 5:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველს პორტუგალიის ჩემპიონატში ნაკლებად ენდობიან. ამის მიუხედავად, გოლის გატანა მაინც მოახერხა.

"ჟილ ვისენტეს" 8 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს, "ბრაგა" კი 13 ქულით მე-6  პოზიციაზეა. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

alt"არ მაინტერესებს, ფავორიტები ვართ თუ არა" - ქეცბაია კონფერენს ლიგის წინ

altქეცბაიას გუნდი კიდევ ერთხელ დამარცხდა - "გოლებს მარტივად ვუშვებთ"

altაბურჯანიამ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული