"ანორთოსისი" ძველებურად ვეღარ თამაშობს და ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "ანორთოსისი" 1:2 დამარცხდა აეკ-თან.

გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. ნიკა კაჭარავა 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 64-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო ნიკა ნინუა სათადარიგო იყო.

აეკ-ი 35-ე წუთზე პენალტით ტრიჩკოვსკიმ დააწინაურა. 49-ე წუთზე დერბიშირმა დალაშქრა ლორიას კარი, ხოლო 90+4-ე წუთზე ხრისტოპოლოდულოსმა თერთმეტმეტრიანით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 78-ე წუთზე ხრისტოპოლოდულოსის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და თითქოს კარის ხაზს შიგნით დაეცა. "ანორთოსისის" გახარებულმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხელები ასწია,
მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.

"ანორთოსისი", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 12-გუნდიან ჩემპიონატში 6 ქულით მეათე ადგილზეა და 29 ოქტომბერს "ომონიას" შეხვდება.

საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ ქართველების (დაუშვილი, ოქრიაშვილი და ქვილითაია) წასვლის შემდეგ გუნდის სათამაშო სისტემა მოიშალა, ახლის ასაწყობად კი დროა საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თურმე ვინ აკლია მაგ გუნდს ასათამაშებლად.....ვინც იცის თავისი ფასი ქეცბაიას ყვირილი და კაჩაობა ყელში ამოუვიდა და გადავიდა სხვა გუნდში!
ზურა
13:46 26-10-2021
0
ნიკა კაჭარავას ბურთი უნდა დაუღეჭო რომ გოლი გაიტანოს, კონფერენს ლიგაზეც ვერ გამოიყენა მშვენიერი მომენტი. ძაან უკლასოა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული