ქეცბაია განრისხდა - გულშემტკივრებსა და ჟურნალისტებს პამპერსებიანი უმადურები უწოდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში აეკ-თან დამარცხების (1:2) შემდეგ „ანორთოსისის“ მწვრთნელი თემურ ქეცბაია განრისხებული იყო. მან პრესკონფერენციაზე ჭკუის მასწავლებელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები გააკრიტიკა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს არ ველოდით. იმ სიტუაციაში ვართ, რომელში ყოფნაც არ გვინდოდა. მე რაღაც სხვა რამით დავკავდები. ყველა, ვინც გუნდის, ფეხბურთელების და მწვრთნელების გვერდითაა, გამოცდას გადის. როდესაც გუნდს სირთულეები ექმნება, დახმარებას საჭიროებს. ზოგიერთს დაავიწყდა უტიტულო 13 წელი და ის, თუ რას მივაღწიეთ ამ ბოლო 2 წელში.

უმადურობასაც გააჩნია საკუთ
არი საზღვრები. ახლა გუნდს მხარდაჭერა ყველასგან სჭირდება. არ მინდა გავამხილო დეტალები იმისა, რა გამოვიარეთ მოსამზადებელი ეტაპისას. გუნდის ამ მდგომარეობაში ყოფნა ბევრს უხარია. ბევრი გვეხვეწებოდა ევროტურნირებზე გასვლას. წარმატების მისაღწევად მსხვერპლის გაღება გიწევს. აი, თქვენ, ყველამ, რატომ არ უნდა დაივიწყოთ ჩვენი მიღწევები. ტრიბუნებზე მწვრთნელები არ გვჭირდება.

წარმატებებს ძალიან ადვილად ვივიწყებთ. იქ ტრიბუნის ასეთი ბევრი მწვრთნელი იყო და ეს თქვენ შესანიშნავად იცით. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვართ. ეს ადვილი წელი არ იქნება, გუნდის შექმნას შევეცდებით და თანადგომა გვჭირდება. ვისაც ეს არ სურს, შეუძლია სახლში დარჩეს და აქ მოსვლით პრობლემები არ შეგვიქმნას. უმადურობა ყველაზე ცუდია, რაც მსოფლიოში არსებობს. მე ყველაფრის პატიება შემიძლია, მაგრამ უმადურობა ყველაზე საშიში დანაშაულია. ზოგიერთი ჩვენს მიღწევებს აფასებს. მხოლოდ 6 მატჩი ჩავატარეთ, წინ მთელი სეზონია.

გუნდს მხოლოდ ტიტულის მოგების შემდეგ დავტოვებ. გუნდს ფეხზე დასადგომად მხარდაჭერა უნდა. ტრიბუნების მწვრთნელები ვერ გვეხმარებიან. გუნდს ჰყავს მწვრთნელი, რომელმაც იმას მიაღწია, რაც ვერავინ შეძლო. ფეხბურთი ჩვენი სამუშაოა. მათი სწავლება არ გვჭირდება, ჩვენ ეს სხვებზე უკეთ ვიცით.

ზოგიერთი უსარგებლო ადამიანი და ჟურნალისტი გვეუბნება, რა უნდა ვაკეთოთ. ნებისმიერი, ვისაც გუნდი უყვარს, ახლა უნდა მოვიდეს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ზოგიერთი ამას სიზმარშიც კი ვერ ნახავდა.

ვიღაც წარუმატებლები ჭკუას ნუ გვასწავლიან, პამპერსებიანები, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ამიტომ უჯობთ, ხმა ჩაიკმინდონ. ჭეშმარიტი ქომაგები საგულშემატკივროდ მოვიდნენ. ლაპარაკში ყველა ვაჟკაცია.

„ანორთოსისისთვის“ ერთ სეზონში წარუმატებლობა კატასტროფა არ არის. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ყოველ წელს ჩემპიონები გავხდებით. ეს ძნელია. ხომ ხედავთ, „ომონია“ „პაეკთან“ დამარცხდა. ეს ფეხბურთია, გაიღვიძეთ. ჩენ მოგებას ტყუილად არავინ მოგვცემს. მეტოქესაც გააჩნია საბრძოლო ჟინი. მათ არ მიუღწევიათ იმისათვის, რასაც „ანორთოსისმა“ მიაღწია და ამისკენ მიისწრაფვიან“, - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.

კვიპროსული პრესის მტკიცებით, ფანები იმის გამო დარჩნენ უკმაყოფილოები, რომ 61-ე წუთზე ქეცბაიამ ნახევარმცველი ამრ ვარდა ნიკა კაჭარავათი შეცვალა და ნამატჩევს თემურს უსტვინეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამას რა თავში აქვს ავარდნილი,ოქრი რომ გაგექცა,მაგის ღირსეული შემცვლელი უნდა გეპოვა! იმ ტლანქი წოწოლას იმედზე გყავს გუნდი?გოლი ვინ უნდა გაიტანოს? მუქთად ვინც ყავდა დათრეული და ნახევარ ხელფასს ვისაც უხდიდა გაექცა! ყველა გამარჯვებას დააყვედრებდა გულშემატკივარს,როგორც ჩვენ დაგვაყვედრა ნაკრების ფრეები!
ზურა
13:54 26-10-2021
25
ამ კაცმა თავის მოთოკვა რო იცოდეს ბევრად წინ იქნებოდა. არაადეკვატური ხდება რო აკრიტიკებენ(სამართლიანად თუ უსამართლოდ მაინც არ იღებს კრიტიკას). სულ მართალი ვერ იქნები და ამიტომ ეს გაფსიხება ისევ თვითონ ავნებს. კარგი ფეხბურთელი იყო მაგრამ, როგორც მწვრთნელს დიდი ვერაფერი მიღწევები აქვს
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული