ხვალ თასის მატჩში ჩაკვეტაძეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს, ბელგიის თასის 1/16-ფინალში, "გენტი" მეორე სამოყვარულო ლიგის "ბელისია ბილზენს" უმასპინძლებს. "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადა, რომ უკანასკნელ რამდენიმე კვირაში 16-18 ფეხბურთელი დაიტვირთა, როტაციაა საჭირო, იმათ მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას, ვისაც თამაში ნაკლებად უწევდა და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. მისი თქმით, ზოგიერთ ფეხბურთელს დაასვენებს, ვადის ოჯიდა და გიორგი ჩაკვეტაძე კი, დიდი ალბათობით, მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.

"გენტს", რომელიც სამ ფრონტზე იბრძვის, თასის მოგება აქვს მიზნად დასახული.

კლუბის საიტმა მატჩისათვის გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩაკვეტაძეცაა შეყვანილი. გიორგიმ "პარტიზანთან" 80 წუთი ითამაშა,
ხოლო "გენკთან" - მხოლოდ 3 წუთი და ახლა თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გენტის ახლანდელი მწვრთნელი გიორგის ყველანაირად ხელს უწყობს და მისი ეიმედება. ეს ძალიან სასიხარულო მგონია.
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული