გვილიას სადებიუტო გოლი - "რაკუვი" 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
პოლონეთის თასის 1/16-ფინალში „რაკუვმა“ სტუმრად მე-2 ლიგის (რანგით მესამე დივიზიონია) „კალიში“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ მატჩში ანგარიში 37-ე წუთზე ვაკო გვილიამ პენალტით გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და „რაკუვში“ პირველი გოლი გაიტანა.

„რაკუვი“ 12 ტურის შემდეგ ექსტრაკლასაზე 24 ქულით მეორე ადგილზეა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ლიდერ „ლეხს“ 3 ქულით ჩამორჩება და 31 ოქტომბერს ლეჩნაში „გურნიკს“ შეხვდება. ვაკომ ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული