"ქეცბაიას ნათქვამმა ცეცხლზე ნავთი დაასხა" - კვიპროსული მედია

AutoSharing Option
კვიპროსული philenews-ი თემურ ქეცბაიასა და "ანორთოსისის" ცუდ შედეგებსა და ქართველი სპეციალისტის რეაქციაზე წერს:

"ანორთოსისის" შედეგები სამარცხვინოა და უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საშინაო მარცხმა კლუბის გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია, თემურ ქეცბაიას რადიკალურმა პასუხმა კი ცეცხლზე ნავთი დაასხა. ქართველი მწვრთნელის ნათქვამმა ერთგული ქომაგები გააბრაზა, რომლებმაც ეს შეურაცხყოფად და სასაცილოდ შეაფასეს.

ფამაგუსტელებმა დაცვით ფაზაში ისევ არაერთი შეცდომა დაუშვეს. "ომონიასთან" მოახლოებული (29 ოქტომბერს) დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება."

შეგახსენებთ, "აეკთან" (1:2) წაგებულ შეხვედრაში გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა, შეცვლაზე შესულმა ნიკა კაჭარავამ კი რეალური
საგოლე შანსი გაანიავა. ნიკა ნინუა სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

altქეცბაია განრისხდა - გულშემტკივრებსა და ჟურნალისტებს პამპერსებიანი უმადურები უწოდა

alt"თავად კაჭარავაც ვერ მიხვდებოდა, როგორ ვერ გაიტანა" [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც სლუცკის და სიომინს ვადიდებთ და თემურს ვლანღავთ.
რატი
27 ოქტომბერი 2021 21:58
4
ქეცბაიას მე მგონი მოფიქრების უნარი არა აქვს-თუ გაბრაზდა ხმამაღლა ფიქრობს
Levani
27 ოქტომბერი 2021 15:09
3
საქართველოც მაგან დაღუპა რო ყველას მწვრთნელი გონია თავი მანცინისც კი ურჩევს სააკმაოდ ბევრი ქართველი რა სასტავი დააყენოს :დ რო იყოს ჩვენი მწვრთნელი სიტყვაზე ბარსა რა დღეშია და ჩავარდნა ყველას ექნება ყოველ წელს
ნოდო
27 ოქტომბერი 2021 15:02
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული