ცნობილი გახდა ტრავმირებული კიტეიშვილის დაბრუნების თარიღი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც ევროპა ლიგაზე პსვ-სთან მატჩისას ტრავმა მიიღო, "შტურმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა გააკეთა კომენტარი.

"შემოდგომაზე ინტენსიურმა შეხვედრებმა ცუდი სამსახური გაგვიწია, ზოგიერთი საკვანძო ფეხბურთელი გამოგვაკლდა. გამოჯანმრთელებული ოთარ კიტეიშვილისა და სანდრო ინგოლიშის აღდგენის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ორივეს სრულად დაბრუნება იანვარშია დაგეგმილი.

მიუხედავად დანაკლისისა, ჩვენ გუნდს ვენდობით და შაბათს "რიდთან" მოედანზე საბრძოლო რაზმი გვეყოლება. ყველა ფეხბურთელს სწრაფად მწყობრში ჩადგომას ვუსურვებთ", - ციტირებს შიკერს laola1.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული