უკრაინის თასის 1/8-ფინალში „ჩერნომორეცი“ საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა „შახტართან“.
ოდესელთა მწვრთნელმა იური მოროზმა ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში დააყენა. ორივე ბევრს ცდილობდა, განსაკუთრებით, წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, მაგრამ მისმა ძალისხმევამ შედეგი კვლავ ვერ გამოიღო. ზღვისპირელებმა 65-ე წუთამდე გაუძლეს მრისხანე მეტოქეს, შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა. სამივე გოლი ოდესელებს ბრაზილიელებმა გაუტანეს: ფერნანდომ, მარკოს ანტონიომ და დენტინიომ.
წიტაიშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვაჩიბერაძე - 85-ეზე.
მოკლედ, „ჩერნომორეცი“ თასიდან გამოვარდა და შემდეგ მატჩს პრემიერლიგაზე ჩაატარებს - 1-ელ ნოემბერს პოლტავაში „ვორსკლასთან“.