ბელგიის თასის 1/16-ფინალში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა ქვედალიგური "ბელისია ბილზენი".
მასპინძელთა გუნდის სასტარტოში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ძალიან აქტიურობდა და პირველ ტაიმში მეკარემ ორჯერ არ დაანება გატანა. გიორგიმ 64-ე წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი, ანგარიში 4:0 გახდა და 65-ე წუთზე შეცვალეს.
ჩაკვეტაძემ 2019 წლის შემდეგ პირველად გაიტანა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 12 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
"გენტი" მერვედფინალში გავიდა და 1-ელ ნოემბერს, ჩემპიონატის მე-13 ტურში, ლიდერ "უნიონს" უმასპინძლებს. იმედია, ჩაკვეტაძეს კვლავ მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ძველებურად ათამაშდება.