ჩაკვეტაძემ გაიტანა - "გენტი" მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის თასის 1/16-ფინალში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა ქვედალიგური "ბელისია ბილზენი".

მასპინძელთა გუნდის სასტარტოში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ძალიან აქტიურობდა და პირველ ტაიმში მეკარემ ორჯერ არ დაანება გატანა. გიორგიმ 64-ე წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი, ანგარიში 4:0 გახდა და 65-ე წუთზე შეცვალეს.

ჩაკვეტაძემ 2019 წლის შემდეგ პირველად გაიტანა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 12 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

"გენტი" მერვედფინალში გავიდა და 1-ელ ნოემბერს, ჩემპიონატის მე-13 ტურში, ლიდერ "უნიონს" უმასპინძლებს. იმედია, ჩაკვეტაძეს კვლავ მიეცემა
თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ძველებურად ათამაშდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის ყველა მზად უნდა იყოს!!! ეხლა ფორსირება არავის არ სჭირდება. ფრთხილად ბიჭებო!!!
tngh
28 ოქტომბერი 2021 17:31
0
მიდი გიო მიდი წარმატებები შეუბერე ნუ გეშინია ნურაფრის მთელი საქართველო შენ გელოდება გახსოვდეს ეს და სტიმულიც მოვა რომ მეტი იშრომო და შისიც გაქრება ტრამვის მიღების.წარმატებები ქართველო!
T.q
28 ოქტომბერი 2021 00:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული