გუნდს თამაში არ გამოსდიოდა, ბერიძემ კი მშვენიერი გაიტანა - უნგრული მედია "უიპეშტის" სათასო შანსებზე

AutoSharing Option
გიორგი ბერიძის კარგ თამაშსა და მისი კლუბის ბოლოდროინდელ მდგომარეობას Nemzetisport-ი გამოეხმაურა. ქართველი შემტევის დუბლმა "უიპეშტი" უნგრეთის თასის მერვედფინალში გაიყვანა:

"უიპეშტმა" საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა, გულშემატკივრებისთვის სადღესასწაულო დღეები ეჩუქებინა. ამას პანდემია, ტრიბუნაზე დასწრების აკრძალვა და უარყოფითი შედეგები მოჰყვა. შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად ისევ ჩაბა ჩიზმანდია დაბრუნდა, რომელმაც ძველ-ახალი მოთამაშეებისგან სათამაშო სქემა გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა ფილოსოფია იგივე დატოვა.

გუნდი თასის მოქმედი გამარჯვებულია და "უიპეშტში" ყველას სჯერა, რომ ამ ტურნირზე  წარმატებას ისევ მიაღწევენ.

"ბუდაფოკთან" (2:1) გამარჯვების მთავარი შემოქმედი გიორგი ბერიძე იყო. მაშინ,
როცა გუნდს კომბინირებული თამაში აღარ გამოსდიოდა და შეხვედრა ფრისკენ მიდიოდა, ქართველმა შემტევმა მშვენიერი გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულა და მასპინძლებს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა."

24 წლის ბერიძე, რომელსაც ვილი სანიოლი მარტის თამაშების შემდეგ აღარ ენდობა, "უიპეშტში" უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში კარგად გამოიყურება. უნგრეთის ჩემპიონატის ბოლოადგილოსნების უახლოესი მეტოქე ლუკა ლაკვეხელიანის "მეზოკოვეშდი" იქნება, რომელიც მე-6 პოზიციას იკავებს.

altბერიძემ დუბლით "უიპეშტი" მერვედფინალში გაიყვანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგაა სიმართლე? რა ფიზიკაშიაქ მოსამატებელი, რაკეტასავითაა ბიჭი. ქვილიტაიას 10 მეტრიან დისტანციაზე 40 მეტრს პერიოდს მისცემს, გოლის გამტანია, ტექნიკურია და რა მერე გარემარბს რომ თამაშობს? მწვრთნელის ხედვაზეა სად დააყენებს ფეხბურთელს. შემტევის გამოყენება, შეტევის ნებისმიერ პოზიციაზეა შესაზლებელი, საყრდენიდან თავდასხმის ჩათვლით. რავა გამოსცადეს და არ გაამართლა? იმ ბათუმელებსაც სჯობს. სხვა საქმეა რომ ეროვნულში ინტერესი დაინერგოს. მარა გვყავს რამოდენიმე ფეხბურტელი, რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ შანსს. ასეთი 3-4 ფეხბურთელი მეგულება მინიმუმ. ვნახოთ ნოემბერში ვის გამოიძახებს
ლევან მაღლაკელიძე
03:25 31-10-2021
0
ქვილითაია ფეხბურთელია?თუ გახსოვთ,ბოლოს გოლი როდის გაიტანა?
სტატუს ქუო
17:46 28-10-2021
0

სიახლეები პოპულარული