მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი მოულოდნელად ცუდად გამოიყურება - "ანორთოსისს" 6 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა აქვს - დღევანდელ მეტოქეს მასზე მხოლოდ ერთით მეტი.
ორივე გუნდი კონფერენს ლიგაზე ასპარეზობს, რის გამოც მათი თამაში პარასკევს დაინიშნა. რანგით მესამე ევროტურნირზე ქეცბაიას გუნდის უახლოესი მეტოქე ესტონური "ფლორა" იქნება. ფამაგუსტელებს კარგი სატურნირო მდგომარეობა არც იქ აქვთ. ასე რომ,
სხვათა შორის, "ომონიას" მდგომარეობაც ანალოგიურია - მათ გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს, თუმცა ვერც კონფერენს ლიგაზე ბრწყინავენ.
გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს. უკანასკნელ პერიოდში ქართველი მთავარი მწვრთნელი ნიკა ნინუას ნაკლებად ენდობა, ნიკა კაჭარავას კი გარკვეული დრო ეძლევა.
ნიქოზიაში გასამართი დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
"ქეცბაიას ნათქვამმა ცეცხლზე ნავთი დაასხა" - კვიპროსული მედია
ქეცბაია განრისხდა - გულშემტკივრებსა და ჟურნალისტებს პამპერსებიანი უმადურები უწოდა
აბურჯანია "ბრაგას" წინააღმდეგ და ქეცბაია მდგომარეობის გამოსასწორებლად - ქართველების ორშაბათი