ქეცბაია - კრიტიკოსებს: ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვიყავი, ახლა საუკეთესო ვარ

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "ომონიას" 1:0 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და თავის ჩვეულ, ირონიულ სტილში კრიტიკოსებს მიმართა.

"ბოლო 2-3 კვირა ჩვენთვის შედეგების მხრივ ადვილი არ იყო, მინდა ფეხბურთელებს გამარჯვება მივულოცო. აქ ამ გუნდის ძლევა ადვილი არაა. ამით ჩვენი სამუშაო არ მთავრდება. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პოზიციები დავთმეთ, მაგრამ სხვებმაც დათმეს. ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ასევე უნდა გავაგრძელოთ.

ვთვლით, რომ საუკეთესო გუნდი და კარგი ფეხბურთელები გვყავს. მეტი ქულების მოპოვება შეგვეძლო. გასულ კვირაში ისინი ამბობდნენ, რომ მე ყველაზე
ცუდი მწვრთნელი ვარ, ხოლო ახლა აპირებენ თქვან, რომ საუკეთესო ვარ. ჩვენ ჩვენს ძალისხმევას ვაგრძელებთ", - ციტირებს ქეცბაიას 24sports.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Კი სიმართლეს ლაპარაკობ თემურ, მაგრამ იქნებ პრესასთან ცოტა ნაკლებ ხისტი დამოკიდებულება გამოიჩინო, შენთვის უკეთესი იქნება!
Irakli
10:09 30-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული