"რუბინმა" ცსკა ბოლო წამებზე დაამარცხა - კვარაცხელია სიმულაციისთვის გააფრთხილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის ცსკას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მიხაილ კოსტიუკოვმა 90+2 წუთზე გაიტანა.

მასპინძელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა. 37-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "კვარა" სიმულაციისთვის გააფრთხილა.

ამრიგად, 13 ტურის შემდეგ ყაზანური გუნდი 19 ქულით მე-7 ადგილზეა, ცსკა კი 23 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

"რუბინი" მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, "როსტოვის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ხვიჩა,თავში რა აგივარდეს,ჯერ არაფერი ხარ,მაგრამ უნდა დადგე.
სტატუს ქუო
30 ოქტომბერი 2021 16:37
10
დიდი პოტენციური შესაძლებლობები გაქვს ხვიჩა და თვითონაც იცი რომ სამუშაო და დასახვეწი ძალიან ბევრი გაქვს. თამაშის წაკითხვა, მინდვრის ხედვა, კარში დარტყმა , ბევრი ძალიან ბევრი გაქვს სამუშაო და არ დაიზარო და ათმაგად დაგიბრუნდება ეგ შრომა. დიდი მომავალი გაქვს და არ დაკარგო.
არტ
30 ოქტომბერი 2021 18:19
1
თავით თამაშიც დაამატე მეგობარო.მისი სიმაღლის და გაბარიტების პატრონი,ჩაწოდებებზე გაცილებით უფრო აქტიურად უნდა იბრძოდეს მაღალ ბურთებზე.მხოლოდ ერთხელ მახსოვს,როცა მარჯვენა ფრთიდან კუთხურის ჩამოწოდებულზე გოლი გაიტანა, ისიც წინა ძელთან იდგა და თავით კი არა,მაკრატელათი შეაგდო
სოსო
31 ოქტომბერი 2021 15:42
0
სიმულაცია არ ყოფილა. ჯერ ის არ კმაროდა მსაჯები რომ აიგნორებენ მის მიმართ უხეშ თამაშს და ახლა სიმულიანტის სახელი თუ შეარქვეს, მერე უფრო მეტად არ მოახდენენ რეაგირებას, როცა ფეხებს მოამტვრევენ. წინა თამაშში 100% იანი გოლი არ ჩაუთვალეს, უხეშად თამაშზე არ რეაგირებდნენ, ახლა სიმულაციისთვის ყვითელი...
კარგით რა
Herbst
30 ოქტომბერი 2021 18:41
3
წარმატებები ხვიჩას!!!
tngh
30 ოქტომბერი 2021 16:07
0
ამასაც მოვასწარით..... ხვიჩას ძირითადი გვიხარია... წადი მანდედან წადიიიი
Gioguga
30 ოქტომბერი 2021 14:27
6
რაც გადმოვიდა რუბინში ზედიზედ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა მთელს რუსეთის ჩემპიონატში.
მეტი რაღა უნდა ქნას ამ რუსეთში, რა უნდა დაამტკიცოს, მარტო ვერ გახდის გუნდს ჩემპიონს, თავიც რო მოიკლას ყოველ თამაშზე. ჩემი აზრით რუსეთში უკვე ყველაფერი დამტკიცებული აქვს .
წინ მთელი კარიერაა!!
ორონ რუსეთში არა!
Skeleton
30 ოქტომბერი 2021 22:19
6
თამაშს ვინც უყურა და ვინც ამბობთ დასახვეწია კიდე ძალიანო არ ვეთანხმები იმიტომ რომ რუსეთში მეტს ვერ დაიხვეწები და გხვეწავს გუნდი ტაქტიკა შენს გარშემო მყოფი კარგი პასის მომცემი და კომბინაციის გამთამაშებელი,პასს ვერ აძლევენ გადამწყვეტ მომენტში და ძალიან ძნელია მეტი მოთხოვო მაგ გუნდში და რუსეთში,უბრალოდ მოშორდეს საშუალო ევროპის გუნდშიც კი უფრო მაგრად ითამაშებს
Smouk
30 ოქტომბერი 2021 21:54
6
არც ცუდად უთამაშია და არც კარგად რა თა უნდა გაცილებით მეტს ველით მისგან და დარწმუნებული ვარ მოიმატებს ნელნელა,ის ახლა ნამდვილად არ არის 100 პროცენტით მზად და ეს იმ ტრამვის ბრალია რაზეც ზოგი უაზრო ადამიანი არ იჯერებდა ... ყვითელი ბარათს რაც შეეხება არ ეკუთვნოდა , საჯარიმოში წაიქცა ხვიჩა, რამდენადაც არ იყო პენალი იმდენად არ იყო არც სიმულაცია... წარმატებები
ილია ხანდახან მართალი
30 ოქტომბერი 2021 17:02
0
პენალტზე ვერ ჰქაჩავდა,მაგრამ კონტაქტი ჰქონდა და სისწრაფეზე,წასაქცევად საკმარისია.შესაძლოა ცოტა თვითონაც დაამატა,მაგრამ ეს გასაფრთხილებელი და სრული სიმულაცია,ნამდვილად არ ყოფილა.მთლიანობაში მსაჯმა ნორმალურად იმსაჯა და ძალიან დაძაბულ მატჩში,სიტუაციები არ დაძაბულა.პირველი ტაიმის შემდეგ,რუბინის მარცხენა მცველს,სამოშნიკოვს ჰკითხეს,რატომ იყვნენ ის და ხვიჩა,შედარებით პასიურები შეტევაში,რაზეც მან უპასუხა,რომ მეტოქეებმა აქტიურობის საშუალება არ მისცეს.მართლაც ფლანგი ძალიან მჭიდროდ ჰქონდათ ჩაკეტილი და ერთი კაცი,მუდმივად ჰკეწტავდა გვერდითი ხაზის გასწვრივ მიმართუებას,რომ ხვიჩას პასი ვერ მიეღო.4 კაცი რომბის ფიგურის მსგავსად დგებოდა და ერთმანეთს აზღვევდა.ასევე იყო მარცხენა ფლანგზეც და შეტევა ძალიან ჭირდა,თუმცა როცა ჩაწოდება ხერხდებოდა,საკმაოდ სახიფათო სიტუაციები იქმნებოდა კარის წინ.ეგ არის,რომ იქ დამრტყმელი კაცი არავინ იყო და სულ რამდენჯერმე დაარტყეს კარისაკენ.ცსკა უფრო მეტად უტევდა,მაგრამ ვერ გაიტანეს და როცა რუბინმა ზუსტი ჩაწოდება განახორციელა,კოსტიუკოვმა თავურით გაიტანა.ზუსტად ასეთივე მომენტი,რუბინის კარში კი,დიუპინმა ძალიან ლამაზი ნახტომით აიღო.
სოსო
30 ოქტომბერი 2021 19:46
2
ჯიგარიხარ
სოსოს
30 ოქტომბერი 2021 20:53
0
ეეხ ხვიჩა ვეღარ თამაშობ რაღაც გჭირს კაი ხანია არ შეიძლება ეგრე
ელგუჯა
30 ოქტომბერი 2021 17:05
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული