"რუბინმა" ცსკა ბოლო წამებზე დაამარცხა - კვარაცხელია სიმულაციისთვის გააფრთხილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის ცსკას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მიხაილ კოსტიუკოვმა 90+2 წუთზე გაიტანა.

მასპინძელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა. 37-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "კვარა" სიმულაციისთვის გააფრთხილა.

ამრიგად, 13 ტურის შემდეგ ყაზანური გუნდი 19 ქულით მე-7 ადგილზეა, ცსკა კი 23 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

"რუბინი" მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, "როსტოვის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
გოგიტა გოგუა კარიერის დასაწყისში კვარაცხელიაზე მაგარი იყო. თუ სად და როგორ ითამაშა ყველას კარგად მოგეხსენებათ.
ისიდორე
12:17 31-10-2021
6
რაც გადმოვიდა რუბინში ზედიზედ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა მთელს რუსეთის ჩემპიონატში.
მეტი რაღა უნდა ქნას ამ რუსეთში, რა უნდა დაამტკიცოს, მარტო ვერ გახდის გუნდს ჩემპიონს, თავიც რო მოიკლას ყოველ თამაშზე. ჩემი აზრით რუსეთში უკვე ყველაფერი დამტკიცებული აქვს .
წინ მთელი კარიერაა!!
ორონ რუსეთში არა!
Skeleton
22:19 30-10-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული