"ჰათაისპორმა" "ბეშიქთაშს" ლობჟანიძის გოლით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „ჰათაისპორმა“ საკუთარ მოედანზე „ბეშიქთაში“ 1:0 დაამარცხა.

გოლი მე-6 წუთზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა. მაროკოელი თავდამსხმელის აიოუბ ელ კააბის დარტყმული ისედაც გადიოდა კარში, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 11 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე პასია.

„ჰათაისპორი“ 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ტრაბზონსპორს" 4 ქულით ჩამორჩება და 7 ნოემბერს „ადანა დემირსპორს“ სტუმრად შეხვდება.

altლობჟანიძე დაფრინავს - კიდევ ერთი საგოლე პასი

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს მისი გოლი არაა
ჯელა
08:15 31-10-2021
0
ეტყობა რომ ბურთი რომ გავიდოდა მერე დაამატებდა (რომ იციანბ ხოლმე გოლის მერე კიდევ რომ ურტყავენ გახარებულები) და შემათხვევით შეეხო ბურთს მაგრაამ მაინც არ გამოჩდა ლამაზად ! და მაყურებლებიც ეტყობა მაგას უსტვენდნენ განმეორების დროს რომ ისმის სტვენა და უუუუუუუუს ძახილი @ მთავარია ეხლ არ დაიგრუზოს ამის გამო
zura222
07:53 31-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული