ყაზაიშვილმა შეხვედრის დასაწყისში გაიტანა - "ულსანი" ლიდერს გაუთანაბრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ კორეის საჩემპიონო ექსვსეულის შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაიმ" "სუვონს" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევმა შეხვედრის დასაწყისში, მე-10 წუთზე გაიტანა.

ყაზაიშვილმა, ისევე როგორც თასზე რამდენიმე დღის წინ, მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანით აიღო. მან 90 წუთი ითამაშა და მშვენიერი სეზონი აქვს - 9 გოლი და 3 შედეგიანი პასი.

მე-15 წუთზე მასპინძლები უკვე 2 ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 72-ე წუთზე "ულსანმა" გამარჯვების გოლი გაიტანა.

ვაკოს გუნდი პირველადგილოსან "იეონბუკს" ქულებით (67-67) გაუთანაბრდა და მომდევნო ტურში, 6 ნოემბერს, სწორედ მას
ესტუმრება.


altვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე [VIDEO]

altვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმართავს!

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაკოს გოლს გატანამდე რომ დებთ, ყაზაიშვილის ფან-ფეიჯი დაირქვით
გიორგი ვაშაძე
11:59 31-10-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული