"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის არსებული გადაადგილებებისა თუ საკარანტინე შეზღუდვების გამო გამოძახების მიუხედავად, ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ვერ ვიქნები.
შეგახსენებთ, ვილი სანიოლისთვის სადებიუტო შეკრებასა და მარტის თამაშებს ყაზაიშვილი დაახლოებით, ანალოგიური მიზეზის გამო გამოაკლდა. 28 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 55 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი.
ამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ერთერთი ლიდერი გამოაკლდა, შემცვლელის ვინაობა ცნობილია
ყაზაიშვილის უმაგრესი საგოლე პასი ჩემპიონატის ლიდერთან [VIDEO]