სანაკრებო პაუზა ისევ პრობლემებით ახლოვდება - ხოჭოლავას ტრავმა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში "კოპენჰაგენმა" "ვეილე" 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა 58-ე წუთზე შეცვალეს.

sdna წერს:

"დავით ხოჭოლავამ კონფერენს ლიგაზე "პაოკთან" დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე "კოპენჰაგენის" გულშემატკივრები შეაშფოთა, რადგან ქართველმა მცველმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

28 წლის ფეხბურთელი ფეხში დისკომფორტს ერთი კვირის განმავლობაში გრძნობდა, თუმცა "ვეჟელესთან" მისი მონაწილეობა მაინც გადაწყდა. გამოცდილი ცენტრალური მცველი მეორე ტაიმში შეცვალეს.

კლუბის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაზიანება სერიოზული არ არის და ქართველი მცველი პრევენციის მიზნით დაასვენეს."

იმედია, ხოჭოლავა დროულად მომჯობინდება. უახლოეს მომავალში ვილი
სანიოლმა შემადგენლობა უნდა დაასახელოს - კიდევ ერთი უქმეების შემდეგ კი სანაკრებო პაუზა იწყება, რამდენიმე ქართველი ფეხბრთელი კი ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

altხოჭოლავა საუკეთესოდ გაისარჯა, მისი კაცნაკლული გუნდი კი მოულოდნელად დამარცხდა

altკაშიასა და კანკავას "სლოვანმა" საბერძნეთში ქულა მოიპოვა - ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" კვლავ იმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
Xocholava tu ara brdgvnis kvelapers
3
უხოჭოლავობას, როგორმე ავიტანთ სხვები არ დაემატოს ოღონდ.
2

სიახლეები პოპულარული