ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში საბა ლობჟანიძის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება.
როგორც იცით, მაროკოელი თავდამსხმელის, აიოუბ ელ კააბის დარტყმული ისედაც გადიოდა კარში, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა, ამის გამო კი მატჩის შემდეგ საბამ ბოდიში მოიხადა. მისმა "ჰათაისპორმა" "ბეშიქთაშს" 1:0 სძლია.
სანაია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"ბოდიში მოიხადა. ხდება ხოლმე. რამდენჯერმე ვნახე და, ჩემი აზრით, პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის არ გაუკეთებია. გადააზღვია ბურთი. ზურგით იდგა - ან მცველის შესაძლო ვარდნაზე ფიქრობდა ან ინსტინქტურად მიარტყა. მოკლედ,
რაღაც ეგეთი იყო და არანაირად სხვა რამ.", - წერს სანაია.
ლშემატკივრებს.
ნუ დაგვიმალავთ ადმინ, დროზე გაგვაგებინეთ სიმართლე!