ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში საბა ლობჟანიძის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება.
როგორც იცით, მაროკოელი თავდამსხმელის, აიოუბ ელ კააბის დარტყმული ისედაც გადიოდა კარში, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა, ამის გამო კი მატჩის შემდეგ საბამ ბოდიში მოიხადა. მისმა "ჰათაისპორმა" "ბეშიქთაშს" 1:0 სძლია.
სანაია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"ბოდიში მოიხადა. ხდება ხოლმე. რამდენჯერმე ვნახე და, ჩემი აზრით, პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის არ გაუკეთებია. გადააზღვია ბურთი. ზურგით იდგა - ან მცველის შესაძლო ვარდნაზე ფიქრობდა ან ინსტინქტურად მიარტყა. მოკლედ,
რაღაც ეგეთი იყო და არანაირად სხვა რამ.", - წერს სანაია.
ხანდახან რომ გამოქვეყნდეს მისი შეხედულებები და მოსაზრებები, არ იქნებოდა ურიგო, რადგან ვფიქრობ ძალიან ბერვრს და საინტერესოს შემოგვთავაზებს ჩვენს საჭირობოროტო თემებზე.
გთხოვთ, იქნებ მისი პოსტები ან ინტერვიუც გაგვაცნოთ და განვიხილოთ საზოგადოებრივ სივრცეში
წინასწარ დიდი მადლობა
ადამიანმა გამოხატა აზრი საკუთარ გვერდზე,
-პრეტენზიები თუა -უნდა იყვეს ადმინისტრაციასთან.
გემოვნებაზე კი დავობენ, მარა ტუ არ მოგვწონს როგორც ჟურნალისტი ვედავოთ კერძო ტელევიზიის "ადმინისტრაციას"))
-ანაც გადავრთოთ, ან გამოვრთოთ და მხოლოდ"იმედიანად" ვიყოთ)))
წარმატება ლობჟანიძეს. მშრომელი ფეხბურთელია და დღევანდელ ნაკრებში, საშუალოზე წინ დგას.
ადამიანმა სრულიად უწყინარი მოსაზრება გამოთქვა წმინდად საფეხბურთო საკითხზე და წაესიენ )))
ისე კი რა ?! ამათნაირებისაა ქვეყანა და ეგეთები ზეობენ დღეს. რაღაა სალაპარაკო ?