კვიპროსული მედია ოქრიაშვილისა და დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს

AutoSharing Option
კვიპროსული philenews-ი თორნიკე ოქრიაშვილისა და მურთაზ დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს:

"ოქრის" ავადმყოფობა ძლიერი ხველებით დართულ ვირუსად „გადაიქცა". ვარჯიშის ნორმალურ რიტმში დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ ის "აელთან" გასამართი დერბისთვის მზად იქნება. თუ პარასკევამდე ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართება, მაშინ თორნიკე მწვრთნელის მიერ მე-9 ტურის მატჩისთვის გამოცხადებულ სიაში აუცილებლად იქნება.

ოქრიაშვილის ცუდი ეპიზოდები "აეკთან" ამხანაგური მატჩით დაიწყო, სადაც იძულებითი ცვლილება დასჭირდა. ამის შემდეგ, "ოლიმპიაკოსთან" მე-2 ტურის შეხვედრაში, თავი ცუდად იგრძნო და მოედნიდან საწრაფოდ გაიყვანეს.

29 წლის ფეხბურთელმა თავისი მაღალი კლასი რამდენჯერმე დაამტკიცა, განსაკუთრებით,
ეთნიკოსის "ახნასთან" გატანილი საოცარი გოლით. საკმარისია, ის ჯანმრთელად იყოს და მოედანზე აუცილებლად გავა.

მურთაზ დაუშვილიც ინდივიდუალურად ემზადება, მისი მდგომარეობა კი საბოლოო შეფასების შემდეგ გაირკვევა - რამდენად იქნება მზად, მომავალ დაპირისპირებაში ითამაშოს."

"აპოელი", სადაც გიორგი ქვილითაიაც გამოდის, "აელს" 6 ნოემბერს უმასპინძლებს, რის შემდეგაც სანაკრებო პაუზა დაიწყება.

alt4-ის ნაცვლად 1-მა ქართველმა ითამაშა - ოქრიაშვილი ისევ არ ჩანს

altკვიპროსული მედია ოქრიაშვილის უმაღლეს კლასსა და საფეხბურთო ინტელექტს აღნიშნავს

altოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული