ვლადიმირ ვაისი:
"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ვიცით, რისთვის ჩამოვედით - უნდა გავიმარჯვოთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ! გიბრალტარელები ვნებითა და ემოციით თამაშობენ და სახიფათო მოთამაშეები ჰყავთ. კიდევ ერთხელ გამოვარჩევ უოკერს, რომელმაც ჩემი გუნდის წინააღმდეგ გოლი გაიტანა - როცა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობდი და აქ ვითამაშეთ.
გუნდს მოვუწოდებ, შეხვედრაში ხასიათი ჩადონ და ბოლომდე დაიხარჯონ!
ძლიერ ქარში
გურამ კაშია:
"ლინკოლნს" უკვე სამჯერ დავუპირისპირდით და მათ ძალას ყოველთვის აღვნიშნავდი. სურთ, აგრესიული და მიმზიდველი ფეხბურთი ითამაშონ. გიბრალტაური ფეხბურთისთვის ჯგუფში მოხვედრა უკვე წარმატებაა.
ყოველი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ იოლი დაპირისპირება არ იქნება, მაგრამ გასული თვე მშვენიერი გამოგვივიდა და მჯერა, რომ კარგ ფორმაში ვართ".
კაშიას მსგავსად, ჯაბა კანკავასაც სასტარტო შემადგენლობაში ველით. ეს გუნდები ერთმანეთს ზაფხულშიც, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ, სადაც სლოვაკებმა ორი მატჩის ჯამში (4:2) იმარჯვეს, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში კი მეტოქე კიდევ ერთხელ (2:0) დაამარცხეს.
შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
ამავე ჯგუფში და იმავე დროს ბერძნული "პაოკი" დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენს" მიიღებს. ოთხეულს სწორედ ეს ორი გუნდი (7 და 6 ქულით) ლიდერობს, "სლოვანს" - 4 ქულა აქვს, "ლინკოლნს" კი - არცერთი.
ქეცბაია შეცდომებზე სწავლის იმედით, ჩაკვეტაძე ჯგუფის ლიდერის განაცხადში
ჩაკვეტაძეს სასტარტოში მოიაზრებენ - "გენტი" "პარტიზანს" დაუპირისპირდება