ხოჭოლავამ ტრავმა მოირჩინა და "კოპენჰაგენს" სალონიკში გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე გასულ ტურში პაოკ-თან სახლში 1:2 დამარცხების შემდეგ დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ ბერძნულ გუნდს სალონიკში ასეთივე ანგარიშით სძლია.

დებიუტში მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ მერე სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ხოჭოლავამ, რომელიც დანიის ჩემპიონატზე 31 ოქტომბერს "ვეილესთან" ტრავმის გამო 58-ე წუთზე შეცვალეს,  შეუცვლელად ითამაშა და 94-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„კოპენჰაგენი“ 9 ქულით F ჯგუფის ლიდერია, „სლოვანსა“ და პაოკ-ს 2 ქულით უსწრებს და 25 ნოემბერს გასვლაზე „ლინკოლნს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული