ვაკოს გუნდი უხვგოლიან დაპირისპირებაში ბოლო წამებზე დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 6 ნოემბერს, სამხრეთ კორეის K ლიგის 35-ე ტურში "ულსან ჰიუნდაი" "ჯეონბუკ ჰიუნდაი მოტორსს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში მასპინძლები 65-ე წუთზე წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ, თუმცა 79-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. გამარჯვებისა და ფაქტობრივად საჩემპიონო გოლი "ჯეონბუკმა" 90+5 წუთზე გაიტანა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

სტუმართა შემადგენლობიდან ვაკო ყაზაიშვილმა მოედანზე 67 წუთი გაატარა..

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ "ჯეონბუკს" 70 ქულა აქვს, "ულსანი" 67 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

ქართველი ლეგიონერის კლუბი მომდევნო შეხვედრას 21 ნოემბერს,
"ჯეჯუს" წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, კორეის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ვაკოს გუნდმა მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო და საჩემპიონო შანსები შეიმცირა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზე სტატიები არ გვაინტერესებს !!
Smouk
16:00 06-11-2021
9

სიახლეები პოპულარული