რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში "რუბინი" სტუმრად 1:5 დამარცხდა "როსტოვთან".
ყაზანური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა, თუმცა ცდა არ დაუკლია. კვარაცხელიამ ერთხელ ბურთი ხარიხას გადააცილა, ერთხელ მეკარე პესიაკოვმა არ დაანება გატანა, მისი გადაცემები ინ ბომმა, ბაკაევმა და ონუჰამ ვერ გამოიყენეს, 56-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ თანაგუნდელი ურემოვიჩის გაფრთხილების შემდეგ მსაჯს ირონიულად ტაში დაუკრა.
მოკლედ, ქართველი "რუბინიდან" ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.
"რუბინი" 19 ქულით მერვე ადგილზეა და
21 ნოემბერს სტუმრად "სოჭის" შეხვდება.
ზამთარში თუ არ წავიდა, სრულად დაკარგავს მოტივაციას
პ.ს ირონიული ტაშის დაკვრა და ეგეთები არ გინდა რა კვარა. უფრო მეტად გადაგემტერებიან მსაჯები.:(