"როსტოვთან" 1:5 განადგურების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ უპასუხა.
- ძალიან ძნელია წაგების შთაბეჭდილების ფორმულირება. შეგრძნება მქონდა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში გოლი გავიტანეთ, კვარაცხელიას გიჟური მომენტი გვქონდა, რომლის რეალიზება იყო საჭირო. იმის ნაცვლად, რომ შესვენებაზე 2:0-ზე გავსულიყავით, 1:1-ზე გავედით. მეორე ტაიმში საკმაოდ უხეში ინდივიდუალური შეცდომების შედეგად ორი სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც არსებითად თამაშში დაბრუნების შანსი არ დაგვიტოვა. ჩემთვის ძალიან უცნაური შეხვედრა იყო. ისევე როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, უფრო დიდი ანგარიშით წაგებებიც განმიცდია, თუმცა ეს მაინც ყველაზე უცნაური იყო,
რადგან ჩემი აზრით, ასეთი ანგარიშისთვის დომინირება "როსტოვს" არ ჰქონია. ისღა დამრჩენია, მეტოქეს გამარჯვება მივულოცო.
- თქვენ ეთანხმებით იმას, რომ მატჩის მნიშვნელოვან პერიოდში მომენტების რეალიზაცია მაინც გადამწყვეტია? ხვიჩას რომ გაეტანა, შესაძლოა, თამაში სხვანაირად წარმართულიყო.
- რა თქმა უნდა. ამისგან შედგება ფეხბურთი.
- თქვენ ადრე ამბობდით, რომ გუნდში კრიზისი არაა, თუმცა შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს. ახლაც თვლით, რომ "რუბინს" პრობლემები არ აქვს?
- გააჩნია, რას ვუწოდებთ კრიზისს და ამას როგორ ვაფასებთ.
ძალიან ცუდია ასეთი ჟესტები
სანამ დალეწეს ან მოტივაცია გაუნადგურეს მოაშორეთ რუსეთს. ჯერ პატარაა ასაკით და ერთი ორი წელი თუ ითამაშებს საშუალო დონის გუნდში არაფერი უჭირს, თუ კარგად წაუვა თამაში მერე დიდ გუნდშიც მოხვდება.
მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, რუსეთს ყველაფერი ჯობია.
საუკეთესო წლებს რუბინში რატომ უნდა ატარებდეს.
მოინდომეს მისით გამდიდრება :(
საჭირო რომ არ იყოს არ დაუნიშნავდნენ ხო ამდენს? ესე იგი ჭირდება თავიდანვე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ყველაფერი.
ჩვენებს არაფერი აქვთ მსგავსი და მერე ვითხოვთ მათგან მაღალ დონეზე თამაშს. თუ ვინმემ რამეს მიაღწია მხოლოდ მისი ცარიელი ნიჭით, ინდივიდუალიზმით,მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა ეგ ბედნიერება.
ხვიჩას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მის მსგავსად არცერთი ქართველი ფეხბურთელისთვის არ მიგულშემატკივრია და მინდა დაამსხვრიოს ეგ სტერეოტიპები ქართველ ფეხბურთელებზე და გახდეს ერთ-ერატი წარმატებული.
იმედია ასე იქნება
ჩემი აზრით თავიდანვე იქნა ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული.
17 წლის ბავშვი თავისით ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და ლოკომოტივის მერე მოხდა ის რაც მოხდა, ამხელა კონტრაქტი რუბინთან. მართლაც ძალიან რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი ხვიჩა. ისევ მისი ნიჭის და მონდომების იმედს ვიტოვებ თუმცა რა უნდა ქნას ამ ჭ კლასის გუნდში, გუშინ თამაშს ვინც უყურა დამეთანხმება, როგორი თანაგუნდელები ჰყავს და კლასთაც ბევრად დაბლა არიან. რას იზამს მარტო ამ გუნდში, ან დაამტვრევენ და ან თავისი თამაშის ხარისხს დაკარგავს. ნუ უკვე კარგავს ვხედავთ.
რა ქნას ერთმა კაცმა, რუსებიც მაგას წერდნენ, ყველაფერს ხვიჩა ხომ ვერ გააკეთებსო.
11 კაცი თამაშობს ფეხბურთს და ერთს დააბრალო ყველაფერი როგორი უსამართლობაა.
ჩვენც ნაკრებშიც იგივე მიდგომაა და რუბინშიც. უდიდეს წნეხში ამყოფებენ ამ ბიჭს. სხვაზე არც გამიგია კრიტიკა.
ყველაზე მეტს სთხოვენ ხვიჩას.
ვუყურე მომენტებს და ძალიან კარგად უთამაშია. რამდენი ლამაზი მომენტი შექმნა და ვერ გამოიყენეს.