ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონი გახდა და ცსკა ეპატიჟება

AutoSharing Option
29 წლის თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე შეიძლება "ტობოლიდან" სოფიის ცსკა-ში გადავიდეს.

Meta-ratings.kz-ის ცნობით, ლობჯანიძეს ბულგარული გუნდის თავკაცი სტოიჩო მლადენოვი ეპატიჟება, რომელიც მისი მწვრთნელი იყო "კაისარში", რომლის რიგებშიც 2020 წელს 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ამ სეზონში ელგუჯა "ტობოლში" ყაზახეთის ჩემპიონი გახდა - 22 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მას საქართველოს ნაკრებში 11 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თავდამსხმელმა ნაკრებში 11 თამაში თუ ვერ გაიტანა ითამაშოს ცსკა-ში, ახალი დვალიშვილი აღარ გვინდა))
G.LA
01:17 09-11-2021
4

სიახლეები პოპულარული