ხვიჩა შორეულ ბრაზილიაშიც კი შენიშნეს და აღიარეს - "ქართველი მესი"

AutoSharing Option
გუშინ, 11 ნოემბერს, შვედეთთან გატანილი 2 გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო არაერთი ინფორმაცია იწერება.

"შესაძლოა თქვენ მისი სახელი ვერ წარმოთქვათ ან მასზე გაგებული არაფერი გქონდეთ, თუმცა ეს გახლავთ ბიჭი, რომელმაც ესპანეთს, ფაქტობრივად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გაუნაღდა. რადგანაც მისი სახელის გამოთქმა ასე გვიჭირს, გამოვიყენოთ ის, რასაც ევროპაში ეძახიან - "ქართველი მესი" ან "მოცეკვავე".

დიდება - ეს სიტყვა ახალგაზრდა ქართველმა საკუთარ სამშობლოსა და რუსეთში უკვე მოიპოვა. ყაზანის "რუბინის" ლიდერი პრემიერლიგის ორგზის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ის მართლაც რომ მშვენივრად თამაშობს და დიდი
ალბათობით, რომელიმე საუკეთესო ლიგაში ვიხილავთ. ამ მომენტისთვის მისი სატრანსფერო ღირებულება 18-20 მილიონი ევრო გახლავთ.

დაბოლოს, ლუის ენრიკემ და "ფურია როხამ" კვარაცხელიას მადლობა აუცილებლად უნდა გადაუხადონ, რადგან სკანდინავიელები ანდალუსიაში მხოლოდ მოსაგებად ჩავლენ, სხვა შედეგი ხელს ესპანელებს აძლევთ".

მომზადებულია uol-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
რუბინის თამაშებს მუდმივად ვუყურებ ხვიჩას გამო და არსენალის და ურალის თამაშებსაც ვუყურებ, როცა მოედანზე დავითაშვილი და გაგნიძეა.
რუსული ფეხბურთი არის სრული კრახი. ერთადერთი ზენიტი თამაშობს ევროპულ დონეზე და მაქსიმუმ კიდევ ორი-სამი გუნდი მიახლოებულზე.
ხვიჩას გუნდში ძირითადად იდიოტები ყავს და პირველ რიგში მისი ფლანგელი მცველი სამოშნიკოვი, რომელიც რუსეთის ნაკრების კანდიდატია. ერთადერთი კორეელი ვან ბომია, რომელსაც შეუძლია კარგი პასი მიცეს ხვიჩას და ისიც დიდი ხნით იყო ტრავმირებული და ეხლა შედის ფორმაში.
გამაოცა თინეიჯერი აზაროვის თამაშმა. ფლანგზე აქტიურობდა, მაგრამ ხვიჩას სამოშნიკოვისგან განსხვავებით ხელს არ უშლიდა. პირიქით - პასებს დროულად აძლევდა, სივრცეებს უხსნიდა, ახლოს არ თამაშობდა ხვიჩასთან და კიდევ ერთ დამცველს არ უმატებდა მას.
ხვიამ პრინციპში შარშანდელი ფორმა - როცა უბრალოდ დაფრინავდა, დაკარგა ბოლო პერიოდში და ტრავმების გამო (ვირი დამცველები სულ ფეხებში ურტყამენ, როგორც ეს გუხაევის დროს იყო. ისე, შვედებს ერთი არ უუხეშიათ), მაგრამ უკვე უბრუნდება ფორმას და ვგრძნობდი რუბინის ბოლო თამაშებით, რომ ნაკრებში გაიბრწყინებდა.
მომწონს წიტაიშვილი და მიქაუტაძე - ესენი ჩვენი ნაკრების ხვალინდელი დღეა, ისევე როგორც ჩაკვეტაძე - ძალიან მძიმე ტრავმების შემდეგ დიდი დრო გაუცდა და მინდა მასაც ფორმაში შესვლა და დიდი ფეხბურთის თამაში ვუსურვო.
არჩი
15:31 12-11-2021
5
დავითაშვილიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს მაგარი ფეხბურთელია ეგეც ერთი კარგი აგენტი დახატავდა მაგის კარიერასაც რა
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული