გუშინ, 11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-8 ტურში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 სძლია. ქართველის კარგ თამაშს ესპანური mundodeportivo გამოეხმაურა:
"2021 წლის 28 მარტს მან თავისი შესაძლებლობები ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ აჩვენა, ახლა კი შვედების კარში 2 გოლი გაიტანა. ხვიჩა ფართო საზოგადოებისთვის უფრო და უფრო ცნობილი ხდება, ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ მალე ქართველი "რუბინიდან" რომელიმე საუკეთესო ჩემპიონატში გადაბარგდება.
20 წლის ქართველი არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გახდა ვარსკვლავი. ჩვენ მიერ
ხსენებულ შეხვედრაშიც თავი მშვენიერი გოლით გამოიჩინა.
სკანდინავიელების წინააღმდეგ მის მიერ გატანილი ორი გოლი მის სათამაშო ინტელექტზე მოქმედებდა. 1-ელ შემთხვევაში კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ დამატებაზე სწორ ადგილას აღმოჩნდა, მეორე ეპიზოდში კი ოლსენთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ჭკვიანი, ტექნიკური, სწრაფი - ასე შეგვიძლია დავახასიათოდ ის.
როგორც აღვნიშნე, კვარაცხელია ყაზანში გამოდის, თუმცა მას უფრო კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი სჭირდება, ზუსტად ისეთი, როგორიცაა ინგლისის პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, სერია A, ლიგა 1 თუ ჩვენი ლა ლიგა. მნიშვნელობა არ აქვს, ის როგორ ფორმაშია, მომავლის კონტურებიდან კარგად ჩანს, რომ რუსეთს მალე დატოვებს და ბედს სხვაგან ცდის" - წერია ესპანურ გამოცემაში.
რა კლასნი ჩაწოდებები გააკეთა, საგოლე :)