"ტრაბზონსპორის" წარმომადგენლებს ბათუმში აზაროვის თამაში მოეწონათ, განსაკუთრებით კი...

AutoSharing Option
თურქული karadenizgazete იტყობინება, რომ საქართველოსა და შვედეთის მატჩს სუპერლიგის ლიდერ "ტრაბზონსპორის" წარმომადგენლები ქართველთა გუნდის 19 წლის მცველ ირაკლი აზაროვზე დასაკვირვებლად დაესწრენ:

"ბათუმში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრას, რომელშიც საქართველომ შვედეთი 2:0 დაამარცხა, "ტრაბზონსპორის" სკაუტები უყურებდნენ. მათი მიზანი მასპინძელთა გუნდის მცველ ირაკლი აზაროვზე საბოლოო დაკვირვება იყო. მის ტრანსფერს ტრაბზონელები სეზონის დასაწყისში დაჟინებით ითხოვდნენ.

სკაუტებს ვარსკვლავობის ახალგაზრდა კანდიდატი მოეწონათ, მაგრამ მატჩის ყველაზე შესამჩნევი მოთამაშე დუბლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. 2001 წელს დაბადებული კვარაცხელია შოთა არველაძემ ორი წლის წინ უკვე შესთავაზა ტრაბზონულ კლუბს,
როდესაც მას მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა. თუმცა, მაშინ "ტრაბზონსპორმა" კვარაცხელიას დამატება არ ისურვა. ის მაშინ 18 წლის იყო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ირაკლის თამაში მეც ძალიან მომწონს,ძალიან პერსპექტიული ბიჭია,მაგრამ ახლავე უცხოეთში წასვლა,ნაადრევი მგონია.ბათუმი საკმაოდ კარგი გუნდია,მუდმივად თამაშობს,მწვრთნელიც კარგი ჰყავს და ჯერ აქ უფრო სწრაფად გაიზრდება.ბოლოს და ბოლოს,სამშობლოშია,სადაც ყველა მისი გულშემატკივარი ვართ.მაინც მგონია,რომ ის უფრო ნახევარმცველია და გამთამაშებლობასაც შესძლებს.ნაკრებში თამაშები,საკმარისი რეკლამაა და რაკი მჯერა რომ ბათუმი ჩემპიონი გახდება,ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე და მერეც,მასზე დასაკვირვებლად,სკაუტებს საკმარისი საშუალება ექნებათ,ნაკრებშიც ხომ უყურებენ და ტრაბზონსპორში წასვლა,ზედმეტი რგოლი მგონია.შესაძლოა ვერც შეეგუოს,ან ადგილი ვერ მოიპოვოს,ძირითადში.ასეთებიც ხომ ხშირად ხდება.ბოლო არგუმენტი კი ის არის,რომ რატომ უნდა გაამდიდროს ტრაბზონსპორი,როცა მისი გაყიდვით ქართულმა კლუბმა,სადაც ის ასე გაიზარდა და დავაჟკაცდა, შეიძლება ისარგებლოს?რას უშვრება ხვიჩას რუბინი,ეს კარგად ჩანს,ბათუმი კი,ამას არასოდეს გააკეთებს.(ამისი მტკიცედ მჯერა).გუნდის ხელმძღვანელი,ყოველნაირად დაეხმარება ირაკლის,სწორი არჩევანის გაკეთებაში.ირაკლიმ სჯობია უცხო ენები შეიწავლოს კარგად,ეს უფრო გამოადგება სამომავლოდ.
სოსო
15:05 15-11-2021
0
Au holandia dakhatavda am bijs neta vitessi kidev "kartuli" iyos...
gio emigranti
13:20 14-11-2021
1

სიახლეები პოპულარული