ხვიჩას ახალი მსურველი კლუბი და "რუბინის" აწეული ფასი

AutoSharing Option
ესპანური fichajes-ი ირწმუნება, რომ „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით „ვილიარეალი“ დაინტერესდა, ყაზანური კლუბი კი ახლა მას 25 მილიონ ევროდ აფასებს - ადრე 18-20 მილიონად აფასებდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 20 წლის კვარაცხელიამ შვედეთთან დუბლი შეასრულა, ძალიან ლამაზად თამაშობს, ნიჭიერია და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შეუძლია ვარსკვლავი გახდეს:

„კვარაცხელიამ უკვე თქვა, რომ „რეალის“ გულშემატკივარია და უეჭველია, ოდესმე ესპანეთში ითამაშებს, სადაც მისი შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი „ვილიარეალია“. მას იაფად ვერ ჩაიგდებენ ხელში, ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი დაუჯდებათ, ვინაიდან „რუბინმა“ იცის ფეხბურთელის პოტენციალი, რომელიც მათ
ხელშია“.

Sempremilans-ი „გაძეტა დელო სპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხვიჩასადმი ინტერესი „მილანმა“ განაახლა, მასზე უკვე ლაპარაკობენ, როგორც მომავლის მარგალიტზე, ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, პიოლის გუნდის იდეალურად გაძლიერება ძალუძს, ევროპის მრავალი კლუბი აკვირდება, ხოლო ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 20 /
25 მილიონი ღირს და თუ გინდათ იყიდეთ თუ არადა თავი დაანებეთ!!!!
ლევანი
15 ნოემბერი 2021 21:40
10
Ras daobt raxirs da rara amis mesameds ver aketeben varskvlavia xmertma xeli moumartos ******
Gio
16 ნოემბერი 2021 09:36
1
როგორც ჩანს საიმანოვს მითითება აქვს ხვიჩა არსად გაუშვას.25 მლნ.ევრო რომ შესთავაზონ მაშინ 30 მლნ.ევროს დაადებს ფასს და ა.შ.იქნებ ქართველმა მილიონრებმა გამოისყიდონ და მერე ევროპაში გაყიდონ.არაფერს წააგებენ ფულს ამოიღებენ.ნაკრებს ხვიჩა ჭირდება.
გიგა
23 ნოემბერი 2021 13:42
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული