"მაქვს ამბიცია, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მოხვედრა დავიმსახურო..." - გერმანიაში მოთამაშე ქართველი

AutoSharing Option
გერმანიაში ახალგაზრდა ქართველი თამაშობს - გიორგი ბარავი. 18 წლის ფეხბურთელი ჰილდეშაიმის "ბორუსიას" დუბლ-შემადგენლობაში გამოდის და 19-წლამდელების ღირსებასაც იცავს, მთავარ გუნდში კი, რომელიც რეგიონალ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს და  მესამე ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძვის, ვარჯიშის შესაძლებლობა აქვს.

ბარავმა საქართველოში თამაში თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი "გაგრასა" და თბილისის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდებში ირიცხებოდა. თავდაპირველად, გიორგი მცველად გამოდიოდა, თუმცა გერმანიაში ამპლუა შეუცვალეს და უმეტესად, საყრდენის პოზიციაზე ასპარეზობს.

Sportall.Ge

sportall.ge ბარავს გერმანიაში დაუკავშირდა:

"აქ რანგით მეოთხე დივიზიონიც მაღალ დონეზეა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სათამაშო დონის მხრივ. რაც
მთავარია, ინტერესი დიდია და შეხვედრებს საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრება...

ჩემთვის უფრო მეტად ხისტი და აგრესიული თამაშია დამახასიათებელი. უმჯობესია, ჩემს დადებით თვისებებზე სხვებმა ისაუბრონ.

მაქვს ამბიცია, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მოხვედრა დავიმსახურო და ასევე, გერმანიაში უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო".

altსაგოლე პასი "დორტმუნდთან” - ახალგაზრდა ქართველის კარგი შემოსვლა გერმანიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩამოდით ბიძია საქართველოში რას დადიხართ ამ უცხო ქვეყმებში
zaqro
02:26 18-11-2021
3
უნდა მიეცეს შანსი,უმაღლეს ლიგას ჯობია 18 წლის ასაკში რეგიონალ ლიგაში ვარჯიშობს და უცხოეთშია მეტი რა უნდა ქნას.
dhdhd
02:25 18-11-2021
0

სიახლეები პოპულარული