აზაროვის თამაშით მოხიბლულმა სკაუტებმა "ტრაბზონსპორს" ტრანსფერის სასწრაფოდ განხორციელება ურჩიეს

AutoSharing Option
როგორც იცით, ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველის, ირაკლი აზაროვის სამსახურით თურქეთის სუპერლიგის ლიდერი "ტრაბზონსპორია" დაინტერესებული. ადრე კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ ზაფხულში ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

90min-ი იტყობინება, რომ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზი აჭარული კლუბის მიერ ფეხბურთელზე ფასის მომატებაა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამო" თავის ფეხბურთელს 1 მილიონ ევროდ აფასებს, ტრაბზონული კლუბი კი თანახმაა 450 ათასი გადაიხადოს და მისი შემდგომი ტრანსფერიდან 30% დაუთმოს.

"ტრაბზონსპორმა" აზაროვისადმი ინტერესი მას შემდეგ განაახლა, რაც ბათუმში საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების მატჩს მისი სკაუტები დაესწრნენ და
ჩვენებურის თამაშმა მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

aspor-ის ცნობით, სკაუტებმა "ტრაბზონსპორის" მწვრთნელ აბდულა ავჩის აზაროვის შესახებ უთხრეს, რომ წარმოუდგენელი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და თუ მის გადაბირებას შეძლებენ, გუნდს ძალიან გააძლიერებს. გამოცემის მტკიცებით, "დინამოს" კარს შეიძლება მალე ისევ მიუკაკუნონ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას თავად ავჩი მიიღებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქული კლუბი კიდევ რამდენიმე კანდიდატს აკვირდება და ბოლოს აღნიშნავს, რომ აზაროვს "დინამოსთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება.

მოკლედ, ირაკლის თამაში ძალიან მოსწონთ და ფიქრობენ, გადაიხადონ თუ არა ერთი მილიონი ახლა თუ ერთი წელი მოიცადონ, თუმცა იმასაც ხვდებიან, რომ იქამდე შეიძლება მისი ტრანსფერი სხვა კლუბმა გაჩარხოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთელი იმ ფასად უნდა გაიყიდოს,რომ მყიდველს მისი სკამზე დასმა არ უღირდეს.დღეს ირაკლი ძალიან სწრაფად იზრდება,მას აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა,ჰყავს კარგი მწვრთნელი,შინაურული გარემო და სანაკრებო პრაქტიკა.მის ზრდას,საქართველოში შეჩერება არ ემუქრება,უცხოეთში წასვლისაგან განსხვავებით.ვფიქრობ ყველაზე კარგი იქნება,ბათუმთან კონტრაქტის გახანგრძლივება და დაახლოებით 1-1,5 წელიწადში უცხოეთში წასვლაზე,მომზადება.მაშინ ის ფიზიკურადაც და მენტალურადაც,უკვე საკმაოდ მომზადებული იქნება უცხო გარემოში მოსახვედრად და ადგილისათვის კონკურენციის მოსაგებად.მისი გაყიდვით,ბათუმიც იხეირებს და გუნდს გააძლიერებს.მანამდე კი,ბათუმმაც უნდა გაუუმჯობესოს კონტრაქტი,ირაკლი აზაროვს.ვფიქრობ სამართლიანი იქნება.
სოსო
14:32 19-11-2021
0
რომელი თამაშით მოიხიბლენ ნეტაა?....ალბათ უზბეკეთან ბოლო თამაშით გორში..........ისე 3-4 მილონი რა არის? 30- 40 დააფასეთ რა პრობლემაა.......
რაიიი?
10:11 18-11-2021
35

სიახლეები პოპულარული