"ცუდი პერიოდის შემდეგ მან შეძლო და უფსკრულიდან ამოაღწია..." - ესპანური მედია

AutoSharing Option
ესპანური გამოცემები "ვალენსიას" კიპერისა და გიორგი მამარდაშვილის კონკურენტ იასპერ სილესენის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას გამოეხმაურნენ.

marca:

"კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდის შემდეგ მან შეძლო და უფსკრულიდან ამოაღწია. ნიდერლანდების ნაკრებში ვან გაალის დაბრუნებამ იასპერს თამაშის შესაძლებლობა მისცა. "ვალენსიას" მეკარემ ნაკრების შემადგენლობაში ბოლოს 2020 წლის ოქტომბერში, "ერთა ლიგაზე" იტალიასთან ითამაშა.

სილესენმა ნორვეგიის წინააღმდეგ (2:0) კარი მშრალად შეინახა და საკუთარ ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა.

იასპერის დაბრუნება მისთვის და "ვალენსიასთვის" კარგი ამბავია.

superdeporte-ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვან გაალის სიტყვებს ციტირებს:

"სილესენი ძალიან
დამაჯერებელი იყო და გუნდთან კარგი კომუნიკაცია ჰქონდა. ეს ფანტასტიკური მატჩი და კვირა იყო."

"ვალენსია", რომელიც ლა ლიგაში უკვე მე-10 ადგილამდე დაქვეითდა, 21 ნოემბერს ლიდერ "სოსიედადს" ესტუმრება. შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ (3:2) ითამაშა, ესპანეთის ჩემპიონატში კი საწყისი 6 ტურის შემდეგ თავის გამოჩენის შესაძლებლობა აღარ ეძლევა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიცავს "ღამურების" კარს მომდევნო მატჩში, თუმცა ფავორიტი კვლავ ნიდერლანდელია.

altგიორგი მამარდაშვილი: საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით

alt"ვალენსია" მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვას აგვიანებს" - ესპანური მედია

alt"მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა" - ნიდერლანდური მედია სილესენზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული