"რუბინმა" ფეხბურთელების დროულად გაყიდვა უნდა ისწავლოს!" - რუსი გულშემატკივრების გამოხმაურება

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულ დირექტორ ოლეგ იაროვინსკის ნათქვამს, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე წინასწარ აღარ ისაუბრებენ და ქართველი გარემარბის თამაშის ხარისხზე გავლენა ჟურნალისტებმაც მოახდინეს, რუსი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.

sports.ru-ს მკითხველები წერენ:

"ხვიჩა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მისთვის სიტუაციის შემოტრიალება ძალიან მარტივია. ის ლამაზ ოცნებებსა და ღრუბლებში ტრიალებდა, შესაბამისად, კონცენტრირება მარტივი არ იქნებოდა, გაუგებარია?"

"ეს სლუცკის სტილია - ხვიჩას ცუდი ფორმა სხვების საუბარს დააბრალოს."

"თუკი კვარაცხელიას პრესის ან საზოგადოების გამოხმაურების ეშინია, ეს მისი პრობლემაა. მსოფლიო ვარსკვლავებს ამაზე გართულება არ აქვთ და თავს ჟურნალისტების ნეგატიური გავლენით არ
იმართლებენ."

"იქნებ მას უბრალოდ არ სურს იმ კლუბის მაისურით ითამაშოს, საიდანაც არ გაუშვეს."

"რუბინმა" ფეხბურთელების დროულად გაყიდვა უნდა ისწავლოს!"

"არაფერია ახალგაზრდა მოთამშისთვის ისეთი საზიანო, როგორც დიდი ინტერესი, მითქმა-მოთქმა და დიდი გუნდების "ვაჭრობა."

მიმდინარე სეზონში, "რუბინის" მაისურით ხვიჩამ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

alt"აპლოდისმენტებისთვის მსაჯს კვარაცხელია უნდა გაეძევებინა" - რუსული მედია

alt"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი

altCalciomercato: მაისში კვარაცხელიას "მილანში" ტრანსფერი "რუბინის" მოთხოვნილი 20 მილიონის გამო არ შედგა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლევანის მივმართავ, ჩვენს ოჯახებს სიკეთე მისცეს უფალმა, მარა საბჭოთა კავშირის დროს ვინც რამეს მიაღწია, უბრალოდ იმიტომ რომ, იმდენად ძლიერი სპორტსმენები იყვნენ, სხვა გზა არ იყო, უნდა დაეყენებინათ, თორემ მაგათი ბოღმისგან რამდენი დაიჩაგრა, ხომ გვახსოვს.მარტო ყიფიანის მაგალითი კმარა,თორემ ეგ რომ არა დათო რამდენს მიაღწევდა წარმოდგენა მაინც ხომ შეგვიძლია.
ქომაგი
21 ნოემბერი 2021 19:50
0
ვინ არიან ის ქართველები, ვისაც არ ესმით, რომ სამართლიანი და პატიოსანი რუსი არ არსებობს? თუ წინა საუკუნეების ისტორია არ იციან, ბოლო 15 წელი მაინც სად გაატარეს? რომელ პლანეტაზე ცხოვრობდნენ?
ქ. გ.
20 ნოემბერი 2021 07:27
2
ძნელი იქნება რათქმაუნდა მაგათგან თავის დაღწევა აბარაა,ეგენი ხო სოეციალიზებულები არიან ქართველების კარიერის დანგრევაზე,ან კიდე ეს რაღას აფორმებდა 5წლიან კონტრაქტს ვერგავიგე,არ შეეძლო უფრო ნაკლები გაეფორმებინა ანისეთი პუნქტი ჩაედოთ ხელშეკრულებაში რო ასე აღარ გაეწვალებინათ, ერთი სიტყვით ეს ყველაფერი აგენტზე იყო დამოკიდებული და ჩემი აზრით ვერიმუშავა კარგად ჯუღელმა,ან უფრო მეტი კიდე რუსების ინტერესი გაატარა აშკარად.
ალიკა
19 ნოემბერი 2021 22:27
7
"მიმდინარე სეზონში, "რუბინის" მაისურით ხვიჩამ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, მონაგარის გაზრდის შანსი კი 21 ნოემბერს, "სოჭის" წინააღმდეგ ექნება."
სოჭის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. თამაშს გამოტოვებს ყვიტელი ბარათების გამო.
muro
19 ნოემბერი 2021 20:27
0
ძნელი იქნება მაგათგან თავის დაღწევა, მაგრამ უნდა შევძლოთ.
ილია
19 ნოემბერი 2021 20:04
1
რამდენ ქართველს საბჭოთა კავშირში და მოგვიანებით, რუსეთში წარმატებისთვის მიუღწევია, იმდენი სიკეთე ჩემს და შენს ოჯახს.
ლევანი
19 ნოემბერი 2021 20:00
5
რამდენადაც ვიცი,სოჭის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს,ორი გაფრთხილების და შესაბამისად დისკვალიფიკაციის გამო
სოსო
19 ნოემბერი 2021 19:27
0
ერთი რამე ვერ გავიგე--რომ გააფრთხილეს (ტაშის დაკვრისთვის) იქ თქვეს რომ შემდეგ თამაშს გამოტოვებსო და ეხლა სხვადასხვა საიტებზე წერია რომ ითამაშებსო (აქაც წერია) და რა ხდება ? გაუუქმეს ის გაფრთხილება თუ ლიმიტი არ ქონია ჯერ ამოწურული ???
zura222
19 ნოემბერი 2021 18:29
0
არაფერში გეთანხმები ძმა.ჩვენ რუსეთის გუბერნია ვართ გვერდი აუარო რას ქვია?!
ავჭალიდან
19 ნოემბერი 2021 17:42
4
კიდევ ერთი დასტური, რომ რუსეთში ქართველს ბოლომდე არავინ გაახარებს. აი მასეთი "სიბრძნეებით" თავში უტენავენ ყველას რო მათ შეუძლიათ სხვის მაგივრად ფიქრი...ეგ ქვეყანა არაა შექმნილი იმისთვის რომ ვინმეს ბედნერება მოუტანოს... (იმათთვის ვისაც მაინც არ ჯერა...) და საერთოდ რატო უნდა ეძებო შენი მომავალი მაგ ქვეყანის გავლით... წარმოუდგენელია...
ID
19 ნოემბერი 2021 17:11
12
სხვა ქვეყანაში ვერ აღმოჩნდა და რა ქნას ეხლა?! თუ აქ ჯობდა დარჩენა?! გინდა ჩამოგითვალო, რამდენი პერსპექტიული სპორტსმენი ჩარჩა საქართველოში და კარიერა ისე დაასრულეს, მათი სახელი არავის გაუგონია?!
კაკო
19 ნოემბერი 2021 21:01
6
და რომელ ქვეყანას უწერია კონსტიტუციაში ქართველები გავაბედნიეროთო? მართლა მაინტერესებს. შენ ბიძი ევროპელები რა კაციჭამიებია არ გინახავს ალბათ,მაინცდამაინც შენს შვილს უნდა მოექცნენ ისე ცუდად როგორც სხვებს ექცევიან?
Levani
19 ნოემბერი 2021 19:02
7
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული