"აპლოდისმენტებისთვის მსაჯს კვარაცხელია უნდა გაეძევებინა" - რუსული მედია

AutoSharing Option
"როსტოვთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის გასვლით მატჩში (1:5) "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო და "სოჭისთან" შემდეგი ტურის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. მან მსაჯს ირონიულად ტაში დაუკრა, "სპორტ-ექსპრესი" კი მიიჩნევს, რომ უფრო მკაცრ სასჯელს იმსხურებდა და გასაძევებელი იყო:

"არბიტრმა შეცდომით არ გააძევა სარკაზმისა და აპლოდისმენტების გამო კვარაცხელია. დასავლეთ ევროპაში ამისათვის მოედნიდან აგდებენ და დისკვალიფიკაციით სჯიან.

56-ე წუთზე მსაჯმა პაველ შადიხანოვმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა თავისი მოვალეობა და მხოლოდ ერთხელ მიმართა დისციპლინარულ სანქციას სტუმართა გუნდის მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ.

ის მან არასპორტული
საქციელის გამო გააფრთხილა, რის შესახებაც სარეზერვო მსაჯმა დმიტრი სტრელცოვმა აცნობა. ყვითელი ბარათის საპასუხოდ ფეხბურთელმა ტაში დაუკრა - ჯერ მსაჯს, შემდეგ კი, შემობრუნებულმა, სტრელცოვსაც.

ასეთი ჟესტები უთანხმოების დემონსტრირებად მიიჩნევა და მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და სერია A-ში ისჯება - როგორც დისციპლინარული სანქციით მსაჯების, ასევე დისკვალიფიკაციით შესაბამისი კომიტეტის მხრიდან.

შადიხანოვმა კვარაცხელია არ გააძევა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
რუსებმა აღვირი აიხსნეს, ბოღმა და ბოროტი გულის ხალხია, სხვისი დამცირება და გზადაგზა მორალის კითხვა მათი გაუმაძღარი ნატვრაა.
ლუკა
14:02 09-11-2021
5
პერეგავორები არ მორჩა იუვენტურთან?იგრავოი პრაქტიკაც აქვს, ისე საინტერესოა ბაიერნიდან თუ აქვს პრედლაჟენია?
vova
13:47 09-11-2021
13

სიახლეები პოპულარული