ჩაკვეტაძის ტრავმა მსუბუქი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების შეკრებიდან წასული გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მსუბუქი არ აღმოჩნდა და ის ბელგიის ჩემპიონატის უახლოეს ტურს გამოტოვებს - განაცხადში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, უზბეკეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძეს მუხლის ტკივილები აწუხებდა, სერიოზული არაფერი იყო, თუმცა მან ექიმებთან კონსულტაციით შეკრება დატოვა. მანამდე, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ისიც აღნიშნა, რომ შევედეთან მატჩის წინ გიორგის სპორტული მდგომარეობით კმაყოფილი არ იყო, რის გამოც "გენტის" ნახევარმცველს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

Voetbalnieuws-ი წერს, რომ გიორგის განაცხადში არყოფნის მიზეზი ტრავმა არაა.

რაც
შეეხება ქართველი ფეხბურთელის კლუბს - ჟუპილერ ლიგის მე-15 ტურში ისინი "ვარეგემს" ესტუმრებიან. "გენტი" 18 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. იმედია, ჩაკვეტაძე
26 ნოემბერს სრულ მზადყოფნაში იქნება და კონფერენს ლიგაზე თემურ ქეცბაიას "ანორთოსისთან" სტუმრობას შეძლებს.

altეროვნულ ნაკრებს ჩაკვეტაძე გამოაკლდა

altშეუმჩნეველი ჩაკვეტაძე და სასტარტოში არდაყენებული მიქაუტაძე

altბელგიური მედია ჩაკვეტაძეს აქებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
გუნდი გამოიცვალე კარგია,მარა სად უნდა წავიდეს,პირდაპირ მიადგეს და უთხრას--მოვედი ბატონო და თქვენთან მინდაო.სულ ტრავმირებულს ვინ წაიყვანს?
კახა ქ.
06:07 21-11-2021
3
ჯანმრთელობა ჩაკვეს, გიო საკუთარ თავში მოძებნე ძალები რომ პირველ რიგში ფსიქოლოგიურად მოძლიერდე და დაამტკიცო რა შეგიძლია. პირველი მართლა რაც არის გენტი უნდა დატოვოს და ისეთ გუნდში წავიდეს სადაც პრაქტიკა მეტი ექნება ერთი ეგ არის რომ თავადვე უნდა მოიპოვოს ის ნდობა ყველგან. ეხლა კი რასაც ვუყურებ არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის სათამაშოდ როგორც სჩანს. ასე რომ გარემო შეიცვალე გიოჯან.
ზაზა
20:16 20-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული