
პოლონეთის რეგიონალური ლიგის მე-16 ტურში ქართველი ლეგიონერის, ბექა თოდუას "ორზელი" "მოტორ პრასკას" ესტუმრა და 5:0 დაამარცხა.
ბექამ გარკვეული მიზეზების და გამო შეხვედრაში მცირედი დროით ითამაშა, თუმცა ცვლილებაზე შემოვიდა და ბოლომდე დაიხარჯა.
"ორზელი" 25 ქულით ჩემპიონატში მე-7 ადგილს იკავებს, სამეულთან კი 10 ქულა აშორებს.
ბექა თოდუა და "ორზელი" მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს, "კარბიმიერცის" წინააღმდეგ გამართავს.