უნგრეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "უიპეშტის" შემტევმა გიორგი ბერიძემ გამოიჩინა თავი.
ბერიძემ ბუდაპეშტში "დებრეცენთან" მოგებულ მატჩში (3:1) შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა. გიორგიმ ჩემპიონატის 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"უიპეშტი" 11 ქულით უკანასკნელ, მე-12 ადგილზეა და 27 ნოემბერს "ჰონვედს" შეხვდება.