"ხვიჩა ტოპი აღარაა - თავის აჩრდილად გადაქცეულ ფეხბურთელში 20 მილიონს არავინ გადაიხდის" - რუსული მედია

AutoSharing Option
რუსულ პრესაში "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში წარუმატებელი თამაშის გამო აკრიტიკებენ. "იყო კი ხვიჩა", - წერდა sportbox-ი ცსკა-სთან ნამატჩევს, ხოლო liveresult-მა დაასკვნა, რომ ქართველი უკვე ტოპი აღარაა. ყველაზე ობიექტურად "ჩემპიონატი" აფასებდა მის სიტუაციას და ჯერ კიდევ აგვისტოში ამ გამოცემის ჟურნალისტმა დმიტრი ზიმინმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ტალანტს სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა რუსეთი, რამეთუ ტოპ-ლიგა სჭირდებოდა. ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ზიმინმა კვლავ მიუძღვნა ჩვენებურს წერილი სათაურით: "აზრით ხვიჩა უკვე ევროპაშია. ახლა როგორ დაბრუნდეს რუსეთში?"

გუშინ კი "ჩემპიონატზე" მიხაილ როჟდესტვენსკიმ ტურნირის პირველი წრე
შეაჯამა და კვარაცხელიას ჩავარდნაზე გაამახვილა ყურადღება.

მთავარი პერსონალური ჩავარდნა

"სპეციალური ნომინაცია კვარაცხელიასათვის. გასულ სეზონში მოჩანდა, რომ პრემიერლიგაში ნამდვილი ბრილიანტი გამოჩნდა, რომელიც ორი ათეული მილიონი ევროს სანაცვლოდ მზად იყო უახლოეს ხანში  ევროპის ტოპ-ჩემპიონატში გადასულიყო. ზაფხულში ყველაფერი ამისაკენ მიდიოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და ხვიჩა დანაღვლიანდა. იმის ნაცვლად, რომ განვითარება განეგრძო და თავისი ფასი აემაღლებინა, საკუთარ აჩრდილად გადაიქცა, რამაც "რუბინის" შედეგებზე ძალიან იმოქმედა. მხოლოდ 2 შედეგიანი მოქმედება 12 მატჩში - აბსოლუტური გაკოტრება გასულ სეზონთან შედარებით. რა თქმა უნდა, ხვიჩას გონზე მოსასვლელად კიდევ აქვს შანსი, მაგრამ ასეთი გარდასახვის ცქერა საწყენია".

დაახლოებით იგივეს წერენ პირველი წრის მიმოხილვისას კვარაცხელიაზე "სპორტ-ექსპრესი" და euro-football-ი. ხაზგასმულია, რომ ქართველმა გარემარბმა ევროპაში განუხორციელებელი ტრანსფერისა და ტრავმის მერე ემოციურად გული გაიტეხა და ასეთი დაბალი შედეგიანობის მქონე ფეხბურთელში ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილ 20 მილიონს არავინ არ გადაიხდის.

არსად არაფერია ნათქვამი, ხვიჩას მიერ შვედეთთან შესრულებულ დუბლზე, რამაც მთელი საფეხბურთო ევროპა მასზე კვლავ აალაპარაკა და იმაზე, რომ "რუბინმა" მაღალი სატრანსფერო ფასის გამო პრობლემები შეუქმნა.

Хвича Кварацхелия больше не топ

მკითხველის კომენტარები / 24 /
კვარა მოდი შემდეგ მატჩზე დაახიე ბურთი თავზე რუსებს გააძღე გოლებით,
იქნებ რამე დაინახონ მაგ უმადურებმა
და ფეხბურთის უცოდინრებმს
თენგო
24 ნოემბერი 2021 18:46
1
პასის მიმღები არ ყავს. სამი კაცი რომ ხვიჩაზე გადადის დანარჩენი ორი ხომ არის თავისუფალი, რატომ ვერ იყენებენ. იმიტომ რომ რუბინი არის უკლასო გაქსუებული ფეხბურთელების გუნდი. საქართველოს ნაკრებში უფრო მაღალი ფეხბურთელებია, და ამიტომ გაშალა ფრთები ხვიჩამ აქ, რუბინისგან განსხვავებით.
ქუთაისელი
23 ნოემბერი 2021 22:48
0
კვარამ სასწრაფოდ უნდა დაივიწყოს ის რომ გასულ სეზონში ევროპის ტოპ კლუბების რადარზე იყო [თუ იყო საერთოდ] და დაიწყოს რუბინში შედეგიანი თამაში,ამასან სტაბილურად, მიჯნით რამდენიმე მატჩში, გოლები და საგოლე გადაცემები, თორემ შვედებთან ყარაულის თოფივით ორი შემთხვევითი გასროლა არაფერს ნიშნავს.
Razvetka
23 ნოემბერი 2021 21:43
22
ხვიჩა სულ მალე დაამტკიცებს, რომ ფორმა აღდგენილი აქვს. პირადად ჩემთვის, ყველაზე მთავარი საქართველოს ნაკრებში მისი კარგი თამაშია... წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ხვიჩას!!!
tngh
23 ნოემბერი 2021 16:23
1
თავისუფალი ბაზარი ჩვენი მენეჯერების გადამკიდე დამღუპველია. ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა, განათლება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, შემდგომი გაყვანა საზღვარგარეთ ერთიანი სისტემით უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენი სფფ მაგას ასი წელი ვერ გაქაჩავს. ცხელი პურივით ჩქარჩქარა გაყრიან ამ ბავშვებს, მერე ან ფაიფურივით იმტვრევიან ან ობდებიან რუსეთში, მალე იქაც აღარ ენდომებათ ჩვენები. საკუთარ ბავშვებს ისე ექცევიან გეგონება ხარკი ქონდეთ მისაცემი ან ჩვენები არ არიან ეს ბიჭები - შედეგი შეუმდგარი კარიერა, განუხორციელებელი ნიჭი, შესაბამისად უდონო ნაკრები და მალე ყველგან გაფუჭებული სახელი.
ლუკა
23 ნოემბერი 2021 16:08
0
ნუ აფორიაქდით "ფინთი გოიმებივით'. დაგავიწყდათ იგივე რუსულ პრესაში საქართველოს ნაკრებში 2 გოლის გატანის შემდეგ ხვიჩას ფასი 25 მილიონამდე რომ აწიეს?
აცალეთ ამ ბიჭს თამაში!
20 მილიონად გაიყიდება თუ 2 მილიონად ეს მფლობელი გუნდის პრობლემაა - ხვიჩა თავისას მაინც მიიღებს თავის დროზე.
ვაჟა მასწავლებელი
23 ნოემბერი 2021 15:27
1
ჯერ ერთი, გუნდი დაშალეს, ნორმალური ფეხბურთელები გაუშვეს და დაბალი დონის მოთამაშეები მოიყვანეს. მარტო ხვიჩას რას თხოვენ? ვინც უყურებს შემოდგომიდან რუბინის თამაშებს ყველა მიხვდება ამას.
მერე მეორე, თვითონ რუბინის დირექტორი იძახდა, დინოზავრს უფრო ადვილად შეხვდები ქალაქში, ვიდრე ხვიჩა დარჩება რუბინშიო და ახლა თურმე აღარავის მოუნდება, რადგან ტრავმის გამო თუ დაბალი დონის გუნდელების გამო თამაშები ჩაუვარდა?
ნაკრებში რომ გაიბრწყინა და შვედებს დუბლი გაუტანა ეგ არც უხსენებიათ საერთოდ. შეგნებულად არ ახსენეს და იცით რატომ? არ თვლიან არაფრად საქართველოს და აქ მიღწეულ წარმატებას. მარტო რუსულ გუნდში უნდა დაანახოს შედეგი...
აი ასეთ არაპროფესიონალებთან გაქვს საქმე ხვიჩა!
ძალიან ვწუხვარ:(
Winter
23 ნოემბერი 2021 15:03
1
მე ვფიქრობ რომ რუბინზე გაბრაზების გამო მან დაიწყო ცუდად თამაში შეგნებულად რადგან თავისი ფასი დაიწიოს ნაკლებად ყურადღების ქვეშ მოექცეს და რომელიმე საშვალო ევროლულ კლუბში გადავიდეს "ლიჟბი" რუბინიდან და რუსეთიდან გაახწიოს ლბად ეს გეგმა აქვს თორე ხვიჩას რო ვთვათ და უმაღლეს დონეზე ეთამაშა ისევ მითქმა მოთქმა ისევ გაძლიერებულოყო მის ტრანსფერზე როგორც ჩანს რუბინის ს..ღ.ეს საზღვაეი არააქვს უფრო მეტს მოითხოვდნენ სა მაინც არ გაუშვებდნენ აღარც 20 მილოონად და აღარც 21ად ამიტო ჯობია სადმე ვთქვათ კოროტონეში გდავიდეს და იქიდან დაიწყოს თავიდან ვიდრე რუბინში ითამაშოს რა სამასი მილიონები მოითხოვონ მასში სდა ჩაკლან რუბინში. ხვიჩას უკვე საფეხბურთო სამყარო იცნობს ეს ფაქტია!
T.q
23 ნოემბერი 2021 13:04
6
მეც ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრებს, რუსებთან დაკავშირებით. დავამატებდი ჩემგანაც მაგრამ თავს ვიკავებ თვითცენზურის გამო.
ეხლა შეკითხვა ყველასთან, რასაც რუსები წერენ ეს არის: 1) 100%-ანი ტყუილი 2) 90% ტყუილი 3) 80% ტყუილი.
ანუ ამ კრიტიკაში თუნდაც მცირე სიმართლის მარცვალი ურევია თუ არა?
პ.ს. მე მგონი ხვდებით კვარას მიმართ მხოლოდ წინსვლის სურვილი მამოძრავებს, როცა ამას ვწერ.
აბა რა
23 ნოემბერი 2021 12:39
3
ნეტა რუსები რას იტყოდნენ შვედეთის ნაცვლად რუსეთი რომ ყოფილიყო
რუსებზე აეხია სახე? მოდით, ერთი რუსეთს მოვთხოვოთ ამხანაგური როგორი გაუხდებათ სიფათები არ გაინტერესებთ
X9
23 ნოემბერი 2021 11:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული