კვირკველია ისევ დამარცხდა, აქტიურ ოქრიაშვილს არაფერი გამოუვიდა

AutoSharing Option
ორშაბათს, 22 ნოემბერს, ქართველი ლეგიონერების რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. უკრაინაში კვლავ დამარცხდა საბა კვირკველიას "მეტალისტ 1925" - სტუმრად "ვერესსთან" 0:2. კვიპროსში თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას (მურთაზ დაუშვილი განაცხადში არ იყო) "აპოელი" კი ასევე, გასვლაზე ლარნაკას "აეკს" დაუზავდა - 0:0.

კვირკველიას ჩარიცხვის შემდეგ, ხარკოვულ კლუბს ცუდი სერია აქვს და ზედიზედ მე-5 შეხვედრაში წააგო.

"მეტალისტი" დაცვაში ქაოსურად მოქმედებდა და ორივე გოლი ასე გაუშვა, შეტევაში კი ფაქტობრივად, ვერაფერი შექმნა.
რაც შეეხება კვირკველიას - პირველი გაშვებული გოლის დროს მეტოქის პასის ჩაჭრა სცადა, თუმცა ვერ
მოახერხა. საბამ ბურთი 2-ჯერ სახიფათო ზონიდან გამოიტანა.

"ვერესის" მეორე გოლი ასე გავიდა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ყველას და ყველაფერს გადააფრინდა, საპირისპირო ძელი კი მცველმა სოლდატმა ჩაკეტა და ანგარიში 2:0 გახადა.

Sportall.Ge

"მეტალისტ 1925" 19 ქულით მე-9 ადგილზეა და 28 ნოემბერს "რუხს" ესტუმრება.

თორნიკე ოქრიაშვილმა "აეკთან" არაერთხელ სცადა ის, რაც შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამოუვიდა - სტანდარტული სიტუაციის ორიგინალურად გათამაშება, თუმცა არც ჯარიმიდან და არც კუთხურიდან ბევრი ვერაფერი შეიქმნა. თორნიკე აქტიური იყო. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას - სწორედ "ოქრის" პასით, გატანა შეეძლო თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.

"აპოელი" ქულას დიდწილად საკუთარ კიპერ, 25 წლის იტალიელ სიმონე სკუფეტის უნდა უმადლოდეს, რომელმაც არაერთი რთული დარტყმა მოიგერია. მეკარე წლების განმავლობაში "უდინეზეში" ირიცხებოდა.

14 ქულით მე-5 ადგილზე მყოფი "აპოელი" 29 ნოემბერს მოქმედ ჩემპიონ "ომონიას" მიიღებს.

altქართველების დაპირისპირება და კვირკველია გამარჯვების მოლოდინში - ჩვენებურების ორშაბათი

altკაკაბაძემ პოლონეთში სეზონის გოლი გაიტანა - მისი უთამაშებლობა იქნება? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული