ოთარ კაკაბაძის მიერ "რაკუვთან" გატანილმა ბრწყინვალე გოლმა და "კრაკოვიას" გამარჯვებამ (1:0) პოლონეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. აი, რას წერს sport.se.pl-ი:
"სეზონის გოლი ექსტრაკლასაში? როგორც ზარბაზნიდან. ასეთ გოლს თვით ლევანდოვსკი ვერ გაიტანდა
ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი გოლების გატანა შეუძლიათ, რაც გულშემტკივრებს ახარებს. უდავოდ ასეთი იყო კაკაბაძის გოლი. ქართველმა თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ცხრიანში ჩააჭედა ბურთი. ისეთი გოლი იყო - თითებს ჩაიკვნეტ.
კაკაბაძეს ბევრი არ უფიქრია, მარჯვენა ფეხით უძლიერესად დაარტყა და "კრაკოვიას" ქომაგები გადარია, რომელთა გაკვირვება ძნელია. მეკარე ვლადან კოვაჩევიჩი უშანსოდ იყო".