"ლევანდოვსკიც ვერ გაიტანდა" - პოლონური მედია კაკაბაძის გოლზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოთარ კაკაბაძის მიერ "რაკუვთან" გატანილმა ბრწყინვალე გოლმა და "კრაკოვიას" გამარჯვებამ (1:0) პოლონეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. აი, რას წერს sport.se.pl-ი:

"სეზონის გოლი ექსტრაკლასაში? როგორც ზარბაზნიდან. ასეთ გოლს თვით ლევანდოვსკი ვერ გაიტანდა

ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი გოლების გატანა შეუძლიათ, რაც გულშემტკივრებს ახარებს. უდავოდ ასეთი იყო კაკაბაძის გოლი. ქართველმა თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ცხრიანში ჩააჭედა ბურთი. ისეთი გოლი იყო - თითებს ჩაიკვნეტ.

კაკაბაძეს ბევრი არ უფიქრია, მარჯვენა ფეხით უძლიერესად დაარტყა და "კრაკოვიას" ქომაგები გადარია, რომელთა გაკვირვება ძნელია. მეკარე ვლადან
კოვაჩევიჩი უშანსოდ იყო".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველი რობერტო კარლოსი იყო იმ წამს!
ვაჟა მასწავლებელი
21:55 23-11-2021
1
სუპერ გოლია, იშვიათი და ძნელი დარტყმა. ასე გააგრძელე და ჩემს სიტყვებს ნაკრების თამაშთან დაკავშირებით უკან წავიღებ, კიდევ ბოდიშს მოვიხდი. მოკლედ ყოჩაღ აღტაცებული ვარ ამ გოლით. იშრომე ბევრი რომ ყველამ ერთად გავიხაროთ.
G.LA
21:15 23-11-2021
2

სიახლეები პოპულარული