შოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

AutoSharing Option
შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "დილა მშვიდობისა, საქართველო"-ში ისაუბრა. მან თქვა, რომ კვარაცხელიას თაობაზე "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს ელაპარაკა:

"სიმონემ თქვა, ფელიქსი მყავს და რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო. 120 მილიონი აქვთ გადახდილი და 20 მილიონი არ ღირსო.

ოვერმარსმა თქვა, რომ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. სიმართლე თუ გინდა გითხრა, 9-დან 12 მილიონამდე ღირსო".

მკითხველის კომენტარები / 48 /
ხვიჩას მინდა მივმართო, იქნებ კითხულობს, ნუ უსმენ ამათ, ბევრ რუსს და არამარტო შენი დიდი ფეხბურთელობა არ უნდა, მიაწექი ბოლომდე და ყველა შანსი გაქვს საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდე როგორც მინიმუმ პოსტსაბჭოთა ეპოქაში. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს და სჯერა შენი.
დიდუბელი
24 ნოემბერი 2021 10:30
4
დავიწყებ იქედან, რომ არველაძეს არავინ ლანძღავს, არველაძე არის ქართული ფეხბურთის ლეგენდა და ასე დარჩება სულ. უბრალოდ ლეგენდას უნდა ესმოდეს, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში თავისი არასწორი განცხადებებით არ უნდა დააბრკოლოს. ეგ 18 მილიონი ტრანსფერმარკეტმა დაადო კვარაცხელიას და რა ვერ მოინელეს ეგ ფასი? თვითონ დაიფასა კვარაცხელიამ თავი თუ რას ეჩხუბებიან ამ ბიჭს რატომ გადევს ამხელა ფასიო ვერ გავიგე :დ
ეგ არავინ იცის მომავალში ვინ რა გახდება. ფეხბურთი ისეთი რამეა ერთმა დეტალმა/მოვლენამ შეიძლება გადაგიწყვიტოს მთელი კარიერა კარგის ან ცუდის მხრივ. ვერავინ გათვლის წინასწარ ვინ რას მიაღწევს, მაგას 35 წლის რომ გახდება კვარაცხელია მერე ვიტყვით. ასე რომ არველაძის ირონიული პასუხები რომ ამდენი არ ღირს, ან იმედია 27 წლის ასაკშიც ისევ პერსპექტიულად არ დარჩებაო, არის სრულიად არალოგიკური განცხადება ახალგაზრდა , 20 წლის ბიჭის მიმართ, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი ითამაშოს დიდი ფეხბურთი და ყურადღებით უსმენს და ისრუტავს რას იტყვიან უფროსები, ლეგენდები, ის ადამიანები ვისაც პატივს სცემს.
მხოლოდ ეგ შენიშვნა მექნებოდა როგორც რიგით გულსემატკივარს, თორე არველაძის ლეგენდობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს აქ.
Skeleton
24 ნოემბერი 2021 12:11
2
ხვიჩა ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს სჭირდება... პირადა ჩემთვის, მთავარია ჩვენს ნაკრებში ითამაშოს კარგად... ისე კი, რომელ კლუბშიც ურჩევნია, იქ იყოს!!!
tngh
24 ნოემბერი 2021 14:29
0
ჯერ ერთი,რა წესია ერთი ქართველი ფეხბურთელი ცაში აგყავთ [ჩემი აზრით, ჯერ-ჯერობით სრულიათ დაუმსახურებლად], ხოლო მეორე ქართველს ბოლო სიტყვებით ლანძღავთ? რა გიკვირთ? ვინ გადაიხდის 20-30 მლ-ს ფეხბურთელში,რომელიც რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს ერთ-ერთ მაჩანჩალა გუნდში თითქმის 0 შედეგით [მიმდინარე სეზონში] და არც ერთი ჩატარებული თამაში ჩემპიონთა და ევრო ლიგაზე. შვედებთან და ესპანელებთან გატანილი გოლები კი სტაბილურობის გარეშე, მხოლოდ შემთხვევითობით აიხსნება. შოთას კი ევროპის რამდენ ლიგაში უთამაშია გაიხსენეთ!!! ან ნაკრებში თამაშისას რამდენი სიხარული მოუტანია ჩვენთვის. [ისე.. ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილზე გასვლა შოთას დროს ნამდვილად არ გვიზეიმია] მაინც, რატომ ხართ ასე დაინტერესებული რომ
რუბინმა კვარა 20-30 მილიონად გაყიდოს? 10-12 მილიონად რომ გადავიდეს დორტმუნდში ან აიაქში ცუდია?.
me
24 ნოემბერი 2021 10:46
13
მარტო შვედებს და ესპანელებს გაუტანა? საბერძნეთსაც გაუტანა. მარცხენა გარემარბმა და არა ცენტრალურმა თავდასხმელმა 4 გოლი შეაგდო მჩ საკვალიფიკაციოში, სულ 6 გოლი გვაქვს გატანილი. მასათან ერთად ნაკრები სულ სხვა შემართებით თამაშობს და დიდ შავ სამუშაოს ასრულებს, მუდმივად 2-3 მოწინააღმდეგის ყურადღებას იქცევს და ზონებს ათავისუფლებს. არ დაგვავიწყდეს რომ ჯგუფის სიმბოლურში შევიდა Whoscored-ს ვერსიით, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებით, რაც სტაბილურ თამაშზე მეტყველებს. ამას ეძახით შემთხვევითობას? რაც შეეხება რუბინს, არ არის მაჩანჩალა გუნდი, ევროთასებზე გავიდა წინა წელს, ახლა მერვე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილს. რუსეთიდან top ლიგებში წასულან ფეხბურთელები, გოლოვინში 30 მლნ გადაიხადეს და ბებერ მირანჩუკში 14.5 მლნ. ეს არის რეალობა და არა ცაში აყვანა.აი თქვენ კი რაც დაწერეთ ეგ არის დაკნინება. შოთას რაც შეეხება იასნია იტრიპაჩა. 20 მლნ რომ ღირს ავტორიტეტული გამოცემა იძახის, რომელიც ფასებში არ ცდება.
ყოფილი დინამოელი
24 ნოემბერი 2021 11:46
0
Forza ხვიჩა !!!ადამიანი გზაზე რომ გაჩერდეს და ახსნა დაიწყოს ...რა როგორ ...თავის მიზანს ვერასოდეს მიაღწევს...წინ ხვიჩა !!!
35
24 ნოემბერი 2021 18:09
1
ძალიან დიდი ხანია კომენტარი დამიწერია იმედი მაქვს,რომ შოთი ხვიჩას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს ასეთ განცხადებას და ცდილობენ რუბინს დაუცხრონ როგორმე მადა, რომ რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი რუსეთის ჩემპიონატს, მაგრამ ჩემი აზრით სუფთა საფეხბურთო ნიჭით სტატისტიკით ასაკით და იმის გათვალისწინებით თუ რა გარემოში უწევს თამაში რა ფეხბურთელების და პროფესიონალების გვერდით ჟოაო ფელიქსს და სადაც ოსმან დემბელეშია 120 მილიონი გადახდილი 2017 წლიდან ბარსელონაშია 81 თამაშში 18 ბურთი და ხვიჩაზე 4 წლით უფროსია (ფელიქსი 2-ით)სასაცილოა 20მილიონზე ლაპარაკი იოციც ღირს და ოცდაათიც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გაცილებით დიდი პროგრესის გაკეთება შეუძლია ხვიჩას იმ 2 და მითუმეტეს 4 წელიწადში რომელიმე გრანდში ძლიერი ფეხბურთელების გვერდში ტექნიკური ფიზიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით.რაც შეეხება ოვერმარსის "ნააზრევს" დააკვირდეს რუბინს და საქართველოს ნაკრებს მთელი გუნდისს ტაქტიკაა რიგ შემთხვევებში კონტრშეტევებზე აწყობილი კონკრეტული რესურსიდან გამომდინარე რომლის არც დაწყება და არც დასრულება ხვიჩას არ უჭირს ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენი თვალით ნანახი და აიაქსი თუ პირველ ნომრად ეთამაშება დორდრეხტს და იგლზს მაგიტო დებს ყოველ წელს ლიგას ნეტა დროზე მიეცეს ამ ბიჭს საშუალება სისტემატიურად პირველ ნომრად თამაშის და ყველა წინაპირობა არსებობს დემბელეები სანჩოები ბუკაიო საკები და თვით ოვერმარსებიც აღარ გაგვახსენდეს
1111
24 ნოემბერი 2021 00:02
1
შოთას ცუდი კონტექსტით არ უთქმია თუ დააკვირდებით. ისე ხვიჩას საკუთარ თავზე ბევრი აქვს სამუშაო, ფიზიკური გამძლეობა და პოზიციური ტამაში უნდა ისწავლოს. ძალიან კარგი ბიჭია ვქომაგობ წარმატებები მას და ღმერთმა ქნას შოთაზე დიდი ფეხბურთი ითამაშოს
mamuka
24 ნოემბერი 2021 00:06
6
უკვე ითამაშა - შვედეთს გაუტანა დ შოთაზე ძვირადაა შეფასებული თან სპეც.საიტის და არა შოთას ნაცნობის მიერ(კიდე კაი). შოთა კი მაგარი ბოღმა ყოფილა)))
???
25 ნოემბერი 2021 09:49
1
ამ ქვეყანაში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ტრანსფერმარკეტმა დაადო ფასი, თავად კი არ დაიდო :დ
და ესენი კიდე უკირკიტებენ და ეჩხუბებიან რატომ გადევს ამხელა ფასიო.
იმის მაგივრად რომ ასეთ სპორტსმენს მთელი ერი უფრთხილდებოდეს, რეებს აღარ წერენ. მიხვდება თვითონაც, რომ ძალიან ბევრს მისი წარმატება არც უხარია (არველაძეს არ ვგულისხმობ) და ამ ყველაფერს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.
წარმატებები!!!
Winter
24 ნოემბერი 2021 21:50
6
რატო არ გულისხმობ,ზუსტადაც შურით ნათქვამია და არა საქმით.ეეჰ შოთა რა ბოღმა ყოფილა.არ გასკდე შურით მთავარია თორე სიმეონეს დააბრალებ მაგასაც
???
25 ნოემბერი 2021 09:58
5
შოთას ვინ დაავალა მისი გაყიდვა?! თავისი აგენტი ყავს ამ კაცს, მართალია უვარგისი მაგრამ მაინც!
Shota
24 ნოემბერი 2021 18:19
3
ამის ვარჯიშს თუ უყურეთ დინამოს აკადემიაში რო ჩაატარა?ჯეოთიმის იუთუბ არხზე დევს.
ტიპს აქვს საშინელი გადმოცემის უნარი- ის ბიჭები შემეცოდა,რაღაცას ექაქანებოდა-ტიპს ჩამოყალიბებული წინადადება არ უთქვამს,ახანის მაგიერ ხმამაღლა ფიქრობს,აზრი უწყდება სხვა რამის ახსნას იწყებს,შუა გზაში ავიწყდება და მერე სხვა რამეს ყვება და ასე დაუსრულებლად.მართლა შემეცოდა ის ბიჭები და კიდე კაი ეს რო არ დაინიშნა ნაკრებში.
P.S. ამის მონაგარია-უზარმაზარი დაფინანსებით უზბეკეთის ჩემპონობა.სხვაგან სადაც იმუშავა არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია,კაისერიდან მალევე გაუშვეს,ტრაბზონიდანაც.ქასიმფაშაში დრო ჰქონდა და მაგარი პირობებიც და განსაკუთრებულს არაფერს არ თამაშობდა ამის გუნდი,იქაც ამოწურა თავის თავი წარმატებების გარეშე. ვან გაალთან რო აქვს ნამუშევარი და რაღაცეები იმისგან ისწავლა-ეგ ბევრს არ ნიშნავს..თვითონ ვან გაალიც ვინ ჩემი ფეხებია,აიაქსის მერე წესიერი გუნდი ვერ ააწყო სადაც იმუშავა,ბაიერნიდან დროზე გააგდეს სანამ რამეს დააშავებდა.მანჩესტერი ისე არია ამის წასვლის მერე ვერავინ ვერ დაალაგა. იზვინი შოთი,მაგრამ რუსთავი 2ში რო დაჯდები ასე მიგაკომენტებ-არც ის დამავიწყდა დემეტრაძის პადდერშკა რო გთხოვეს და ამის "დემე გამოუშვითს" მაგიერ რო თქვი-კანონი ყველასთვის გამკაცრდესო,ანუ დემე არ გამოუშვათ და სხვებიც დაიჭირეთო.
Levani
24 ნოემბერი 2021 12:36
9
კაცმა ის გვითხრა, რაც სპეციალისტებმა თქვეს! რათ უნდა ამას ამდენი სიბრძნის ფრქვევა?
Shoda
24 ნოემბერი 2021 13:47
5
ლაიქი დაგიწერე მაგრამ დემეტრაძის ნაწილში არ გეთანხმები. მეგობრობას რომ კანონზე წინ ვაყენებთ მაგიტომ არ ჰყავს ამ ქვეყანას დედა. დემეს შეიძლება სხვანაირად დადგომოდა მაგრამ თუ კანონით ეკუთვნოდა სროკი, რატომ უნდა მოეთხობა გამოშვება? ვისაც ცნობილი მეგობარი აღმოაჩბდა, ყველამ თუ თავისი ნაცნობის გამოშვება ითხობა, ან იმათ რა დააშავეს ვისაც ნაცნობი არ ჰყავს ან ზოგადად კანონები რას გბინდა.

მე არ ვამტკოცებ დემე უეჭველი დასაჭერი იყოო. ეგ საქმე არ ვიცი დეტალურად. შესაძლოა რაიმე ანგარიშსწორებაც იყო. თუმცა ჩანაწერები
მაინც აჩენს ეჭვს რომ იცოდა რაზეც მიდიოდა. რაც არ უნდა იყოს, ზოგადად მიდგომა ჩემი ძმაკაცი გამოუშვით არასწორია. მაგიტომ ვერ მიდის ეს ქვეყანა წინ, კანონი რომ ზოგისთვის კანონია და ზოგისთვის არა
ერთ რამეში არ გეთანხმები
24 ნოემბერი 2021 13:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული