შოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

AutoSharing Option
შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "დილა მშვიდობისა, საქართველო"-ში ისაუბრა. მან თქვა, რომ კვარაცხელიას თაობაზე "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს ელაპარაკა:

"სიმონემ თქვა, ფელიქსი მყავს და რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო. 120 მილიონი აქვთ გადახდილი და 20 მილიონი არ ღირსო.

ოვერმარსმა თქვა, რომ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. სიმართლე თუ გინდა გითხრა, 9-დან 12 მილიონამდე ღირსო".

მკითხველის კომენტარები / 48 /
ძალიან დიდი ხანია კომენტარი დამიწერია იმედი მაქვს,რომ შოთი ხვიჩას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს ასეთ განცხადებას და ცდილობენ რუბინს დაუცხრონ როგორმე მადა, რომ რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი რუსეთის ჩემპიონატს, მაგრამ ჩემი აზრით სუფთა საფეხბურთო ნიჭით სტატისტიკით ასაკით და იმის გათვალისწინებით თუ რა გარემოში უწევს თამაში რა ფეხბურთელების და პროფესიონალების გვერდით ჟოაო ფელიქსს და სადაც ოსმან დემბელეშია 120 მილიონი გადახდილი 2017 წლიდან ბარსელონაშია 81 თამაშში 18 ბურთი და ხვიჩაზე 4 წლით უფროსია (ფელიქსი 2-ით)სასაცილოა 20მილიონზე ლაპარაკი იოციც ღირს და ოცდაათიც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გაცილებით დიდი პროგრესის გაკეთება შეუძლია ხვიჩას იმ 2 და მითუმეტეს 4 წელიწადში რომელიმე გრანდში ძლიერი ფეხბურთელების გვერდში ტექნიკური ფიზიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით.რაც შეეხება ოვერმარსის "ნააზრევს" დააკვირდეს რუბინს და საქართველოს ნაკრებს მთელი გუნდისს ტაქტიკაა რიგ შემთხვევებში კონტრშეტევებზე აწყობილი კონკრეტული რესურსიდან გამომდინარე რომლის არც დაწყება და არც დასრულება ხვიჩას არ უჭირს ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენი თვალით ნანახი და აიაქსი თუ პირველ ნომრად ეთამაშება დორდრეხტს და იგლზს მაგიტო დებს ყოველ წელს ლიგას ნეტა დროზე მიეცეს ამ ბიჭს საშუალება სისტემატიურად პირველ ნომრად თამაშის და ყველა წინაპირობა არსებობს დემბელეები სანჩოები ბუკაიო საკები და თვით ოვერმარსებიც აღარ გაგვახსენდეს
1111
24 ნოემბერი 2021 00:02
1
სიმეონეს გადახდილი 120 მილიონი ხომ ღირს ფელიქსი და ოვერმარსის გაყიდული დე ლიხტი და დე იონგი ხომ ამართლებენ 90 მილიონიან ფასს?! არასწორი ხარ შოთა ამაზე რომ საუბრობ! პირიქით უნდა გესაუბრა...
ხორ'ხე
23 ნოემბერი 2021 23:56
6
მჯერა, რომ ხვიჩა თავის სათქმელს იტყვის და თავის შესაბამის კლუბს მონახავს!!
სოსო
23 ნოემბერი 2021 23:38
0
ამას ჯობია საერთოდ არაფერი თქვა.
ეგ ფასი ტრანსფერმარკეტმა დაადო და ხვიჩა რა შუაშია საერთოდ. რა საჭიროა ასეთი დამცირებით საუბარი ფეხბურთელზე. შვედეთთან დუბლი რომ გაიტანა ერთი რამ მაინც ეთქვა დადებითი, ეგრევე მოგვახარა იცით ამდენი არ ღირსო :დ
სიმეონეს რომ იცნობს ის გაგვაგებინა თუ რა საჭირო იყო ეს კომენტარი?
სიმეონეს ეკითხება შემიხედე ერთი ამ ბიჭს რამდენად შემიფასებდიო? ფეხბურთია თუ სტამბულის მონათა ბაზარი :დ
Skeleton
23 ნოემბერი 2021 21:53
22
ვატო არველაძე ღირს ზატო 20000, ტეხავს მსგავსი საუბარი. მალე ნაკრების რეკორდსმენი მეგოლე არ იქნები, ნუ ღელავ
სიმართლე
23 ნოემბერი 2021 23:35
6
სწორი უთქვამს ოვერმარსს, პოზიციურ შეტევებში სუსტია ხვიჩა
ის
23 ნოემბერი 2021 21:18
36
მასე მარადონაც, მეკარედ სუსტი იყო.
აჩის!
26 ნოემბერი 2021 00:15
0
მთლად ეგრეც არაა. უბრალოდ გუნდს უნდა შეეძლოს სისწრაფის გამოყენება
mindia
23 ნოემბერი 2021 22:07
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული