ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას

AutoSharing Option
Elgoldigital-ი იტყობინება, რომ 24 წლის თავდამსხმელი არნო დანჟუმა გრუნეველდი სადებიუტო სეზონში "ვილიარეალში" თვით ხერარდ მორენოსა და დანი პარეხოზე უფრო დიდ ვარსკვლავად ითვლება, ნიდერლანდების ნაკრებშიც იწვევენ, პრემიერლიგის მრავალი გუნდი ეპატიჟება, ადრე თუ გვიან უეჭველი წავა და ამიტომ ახლავეა საჭირო შემცვლელის მოძებნა.

შემცვლელი კი გამოცემის მტკიცებით, "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია უნდა იყოს:

"ეს ფეხბურთელი შვედეთის დამარცხების შემდეგ ესპანეთის ერთ-ერთი გმირი გახდა და ლა ლიგის რამდენიმე კლუბის რადარზე მოხვდა.

20 წლის ნახევარმცველით "ვილიარეალი" დაინტერესდა, რომელიც მას უზარმაზარი პოტენციალის მქონედ მიიჩნევს და რომელსაც კიდევ
მოუწევს განვითარება. ესპანურმა კლუბმა გრუნეველდიის გაყიდვით შეიძლება ხვიჩას შეძენა სცადოს, თუმცა ეს იაფად არ გამოუვა.

კვარაცხელია ფართო პუბლიკისთვის უცნობია

ახლა Transfermarkt-ი ქართველ მარცხენაფლანგელს 18 მილიონ ევროდ აფასებს. ფასი არ კლებულობს და შესაძლოა, 20 მილიონს მიაღწიოს. "ვილიარეალი" ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ამ თანხის დაკლებას ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტის შეტანით შეეცდება, რომლის მიხედვით ფასი ჩატარებულ მატჩებსა და შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გაითვლისწინეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გრუნეველდის ჰიპოთეტურ გაყიდვაზე იქნება დამოკიდებული".

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუბინმა" კვარაცხელია "ვილიარეალს" 25 მილიონად დაუფასა.

altშოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

alt"ხვიჩა ტოპი აღარაა - თავის აჩრდილად გადაქცეულ ფეხბურთელში 20 მილიონს არავინ გადაიხდის" - რუსული მედია

alt"რუბინმა" ფეხბურთელების დროულად გაყიდვა უნდა ისწავლოს!" - რუსი გულშემატკივრების გამოხმაურება

altხვიჩას ახალი მსურველი კლუბი და "რუბინის" აწეული ფასი

ასევე დაგაინტერესებთ