რთულ მდგომარეობაში მყოფი ქეცბაია ლიდერ ჩაკვეტაძეს დაუპირისპირდება - ქართველები ევროტურნირზე

AutoSharing Option
დღეს, 25 ნოემბერს, ქართველი ფეხბურთელების კლუბები კონფერენს ლიგაზე იასპარეზებენ. სამხუხაროდ, ევროპა ლიგის გათამაშებაში ჩვენებურებს ვერ ვიხილავთ - ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და "შტურმს" ვერ ეხმარება, ლაშა დვალსა და გიორგი ხარაიშვილს კი "ფერენცვაროშში" თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ეძლევათ - ისინი კლუბის ევროპულ განაცხადში არ არიან.

გულშემატკივრების ყველაზე დიდი ინტერესი "ანორთოსისი" - "გენტის" დაპირისპირების მიმართაა. თემურ ქეცბაიას გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ლორიაა, რთულ სატურნირო მდგომარეობაშია - 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს" - ისინი 10
ქულით ჯგუფს ლიდერობენ და სერბულ "პარტიზანს" 3 ქულით აღემატებიან.

იმედია, ჩაკვეტაძეს დიდი დრო მიეცემა. ქეცბაიას გუნდში კი კაჭარავასა და ლაფერტის დასჯის შემდეგ, მშვიდი გარემო არაა. ვნახოთ, ეს გუნდზე რამდენად იმოქმედებს. შეხვედრა ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" 9 ქულით ოთხეულს ლიდერობს და უქულოდ მყოფ "ლინკოლს" გიბრალტარში ესტუმრება. დანიელებს ისევ აკლიათ საბერძნეთის ნაკრების ნახევარმცველი კარლოს ზეკა.

რაც შეეხება ჯგუფის კიდევ ერთ წევრ, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანს" - მათ ბერძულ "პაოკთან" გადამწყვეტი დაპირისპირება ელით. ორივე გუნდს თანაბარი, 7-7 ქულა აქვთ. ვლადიმირ ვაისის გუნდს ყველა ტურნირის ჩათვლით 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ. საქართველოს ნაკრების კაპიტანს დედა გარდაეცვალა და შეხვედრას გამოტოვებს.

ჯგუფის ორივე დაპირისპირება 21:45 საათზე (ჩვენი დროით) დაიწყება.

altქეცბაიამ თავის ნათლულს მესამე შანსი მისცა - კაჭარავამ კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა

altჩაკვეტაძე უკვე კვიპროსშია და სათამაშოდ ემზადება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული